როგორ მფარველობს ტერორიზმში არაერთელ მხილებულ მალხაზ მაჩალიკაშვილს ხელისუფლების გარკვეული სეგმენტი!.-ირაკლი ზაქარეიშვილი

ჟურნალისტი ირაკლი ზაქარეიშვილი, სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, სადაც იგი საუბრობს სკანდალურ ფაქტებზე და რომლითაც ხელისფლების გარკვეულ შტოებს მალხაზ მაჩალიკაშვილის მფარველობაში ადანაშაულებს- “მოგესალმებით ბატონებო!..
შვიდდღიანი იძულებითი შესვენების შემდეგ გიბრუნდებით ახალი მნიშვნელოვანი ინფორმაციებით!..
__________________________________
ამ სტატუსით გაიგებთ, თუ რატომ არ ვჩანდი ამ დღეების განმავლობაში და ნათლად დაგანახებთ, თუ როგორ მფარველობს ტერორიზმში არაერთელ მხილებულ მალხაზ მაჩალიკაშვილს ხელისუფლების გარკვეული სეგმენტი!..
მაშ ასე:
___________________________________
1. დაინტერესებული ძალების მონდომებით – კერძოდ: ზოგიერთი ქვეყნის საელჩოსთან და „ფეისბუქის“ რეგიონალურ ადმინისტრაციასთან მჭიდრო კავშირში მყოფი არასამთავრობო ორგანიზაციების (უპირველესად – მმალხაზ მაჩალიკაშვუილის „უფლებადამცველი“ ორგანიზაცია EMC-ს (თამთა მიქელაძის); „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათთან აფელირებული პირების თავგამოდებული მიონდომებით; პანკისის მცხოვრებთა გარკვეული სეგმენტის, აგრეთვე „ნაცმოძრაობისა“ და ელისო კილაძის ფეიკ-ბოტების ორგანიზებითა და მათ მიერ ჩემი ფბ გვერდის აქტიური დარეპორტების შედეგად, „ფეისბუქის“ ადმინისტრაციამ 7 დღით დამიბლოკა წვდომა ფეისბუქის სერვისებზე. აღნიშნულის გამო, ხსენებული სოციალური ქსელით ვერ ვახერხებდი ვერანაირ კომუნიკაციას.

2. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებდან 2 დღეში, (მაშინ როდესაც დედამიწაზე ყველაფერი გაჩერდა და პლანეტა უბედურებამ მოიცვა) ა.წ. – 23 მარტს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოსცა ბრძანება, რითიც ჩემს წინააღმდეგ დაწყებული იქნა საქმისწარმოება – ჩემს მიერ მალხაზ მაჩალიკაშვილის საჯარო მხილების გამო. მოგეხსენებათ, ა.წ. იანვრის თვეში, მალხაზ მაჩალიკაშვილის სიცრუეში მხილების მიზნით შემოგთავაზეთ ამონარიდი მისი სახლის ჩხრეკის ოქმიდან რითიც დასტურდება, რომ ამ უკანასკნელს მონაწილეობა ჰქონდა მიღებული თავისი სახლის ჩხრეკაში და რა დროსაც ხელმოწერით დაადასტურა ხელყუმბარის ამოღების ფაქტი. იქვე შემოგთავაზეთ სასამართლოს განჩინება, რითიც დასტურდებოდა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის დაკავების სპეცოპერაცია სწორედ სასამართლოს განჩინების საფუძველზე ხორციელდებოდა.

აღნიშნული დოკუმენტებში დაბლერილი (დაფარული) იყო ყველა მონაწილე პირის სახელი და გვარი, მეტიც – აღნიშნული დოკუმენტების შინაარსი და ვიზუალიზაცია პროკურატურას, სასამრთლოს და მასმედიის მიერ არაერთხელ იყო ტირაჟირებული. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადია მე არ მომიხდენია მალხაზ ნაჩალიკაშვილისა თუ მისი შვილის პირადი ინფორმაციის დამუშავება-გასაჯაროება, რაც ისედაც ცნობილი ფაქტები გახლდათ.

3. დამიბლოკეს რა ფეისბუქი, იმავე დღეს – 01 აპრილს სახელმწიფო ინსპექტირის სამსახურმა, შეადგინა და გამომიგზავნა ოფიციალური მომართვა, რითიც ჩემგან ითხოვენ ინფორმაციას – თუ რა მიზნით გავავრცელე მალხაზ მაჩალიკაშვილთან დაკავშირებული ზემოხსენებული მამხილებელი ინფორმაციები და საიდან მოვიპოვე ისინი.

4. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საქმისწარნოება რატომღაც დაიწყო ჩემი როგორც – ადვოკატის წინააღმდეგ და არა ერთი კონკრეტული ფიზიკური პირის წინააღმდეგ, რამაც საერთოდ სახტად დამტოვა.

5. ამას გარდა – ა წ. 04 აპრილს, ანუ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წერილიდან ორ დღეში, ადგილი ჰქონდა ჩემი ელექტრონული ფოსტის მონაცემებში უკანონო შეღწევას. აღნიშნულის შესახებ მაცნობა “გუგლმა” და მიმითითა IP მისამართი, საიდანაც განხორციელდა შეღწევა. ლოკაციის მიხედვით დადგინდა, რომ შეღწევა განხორციელდა მოდულის შენობის მიმდებარედ არსებული “ოპერატიულ-ტექნუკური დეპარტამენტის” შენობიდან.

6. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ ჩემს მიმართ გატარებული სიტყვის ტავისუფლების წინააღმდეგ მიმართული სადამსჯელო ოპერაციისა და ჩმი ფეისბუქის დაბლოკვის შესახებ 01 აპრილს უკვე წინასწარ იყო ცნობილი მალხაზ მაჩალიკაშვილის ოჯახისათვის. კერძოდ:

მალხაზ მაჩალიკაშვილის ოჯახის კუთვბნილი „ფეიკი“ ფბ გვერდი Hamzat Hamzat, იგივე Hamzat Nashkho–მ,
ჩემი ფბ-ს დაბლოკვისა და სახელმწიფო ინსპექტორის წერილის შედგენისთანავე, იმავე დღესც 01 აპრილს გამოაქვეყნა სტატუსი, რომ მე „წკეპელა მომხვდა.“ ამის შემდეგ, მაჩალიკაშვილების ფეიკმა გვერდმა რამოდენიმე დღით შეწყვიტა აქტიურობა და ეს მაშინ, როდესაც ყოველდღიურად მიძღვნიდნენ შეურაცხმყოფელ და ცილისწამებით აღსავსე სტატუსებს.

7. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა იმდენად განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმედ მიჩნია ჩემს წინააღმდეგ საქმისწარმოება, რომ მასში მონაწილეობა დაევალა თითქმის ყველა მათ თანამშრომელს – დეპარტამენტის უფროსიდან დაწყებული, დამტავრებული რიგითი მუშაკით.

8. აქ დაისმის შეკითხვა – სად დაინახა სახელმწიფო ინსპექტორმა ჩმს მიერ მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი თემურ ლენგის პირადი და განსაკუთრებული კატეგორიის ინფორმაციის დამუშავება?! რა საჯარო ინტერესი გააჩნია სახელმწიფო ინსპექტრს ჩემს წინააღმდეგ ისეთი, რომ საყოველთაოდ ცნობილი, სახელმწიფოს მიერ გაჟღერებული ფაქტების გავრცელებას რომ მიკრძალავს?! მაშინ, როდესაც მთელი დედამიწა გაჩერებულია კორონავირუსის გამო?!

პასუხი თქვენთვის მომინდია!..

მე საზოგადოების მხარდაჭერის იმედი მაქვს, ძალიან ძნელიაბ გათითოკაცებით უსამართლობასთან ბრძოლა!.. ამ საკაცობრიო უბედურების ჟამს მოსწრებაზე არიან რომ ჩამქოლონ სიმართლის გამო!..

საქართველოს მთავრობა
საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური / State Security Service Of Georgia”-წერს ირაკლი ზაქარეიშვილი

მოამზადა ნათია ბერიშვილმა

კომენტარები