როგორ შევახამოთ ხილი და ბოსტნეული სწორად?

ხილის დ ბოსტნეულის სწორი შეხამება ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს თუ თქვენ მუცლის შებერვისგან განთავისუფლება და საჭმლის მომნელებელი სისტემის აღდგენა გსურთ.

თუ თქვენ ერთდროულად დიდი რაოდენობით პროდუქტს გამოიყენებთ, უფრო ნელა გადამუშავებადი პროდუქტი, სწრაფად გადამუშავებადს აფერხებს, რაც ნაწლავებში პრობლემების გამომწვევი მიზეზი ხდება.

ცნობილია, რომ ყოველი პროდუქტის მონელებისთვის შესაბამისი კუჭის წვენი გამოიყოფა. პროდუქტების მრავალფეროვნების გამო კი შესაძლოა გარკვეული არეულობა წარმოიქმნას, რაც როგორც წესი, მონელების პროცესის შემაფერხებელი ხდება.

ჩვენი ორგანიზმი იკვებება არა იმით რასაც ჩვენ ვჭამთ, არამედ იმით, თუ რასაც მოინელებს ჩვენი ორგანიზმი. ამიტომ პროდუქტების სწორი შეხამების ცოდნა, ჩვენი ჯანმრთელობის საწინდარია.

       

  • წყალი და სითხეები:

დალიეთ ჭამამდე 15-20 წუთით ადრე, ან ჭამის შემდეგ 1-2 საათში.

  • ბაღჩეული (ნესვი, საზამთრო,..):

მათი მირთმევა უმჯობესია ცალკე. ბახჩის კულტურის პროდუქტები 90%-ით სითხისგან შედგებიან და მათი ორგანიზმიდან მალე გამოსადევნად, ჯობია ისინი არაფერს არ შევუხამოთ.

  • ტკბილი ხილი (ბანანი, უნაბი, პაპაია, ლეღვი, მანგუსტინი, ხურმა, ნებისმიერი სახეობის ჩირი,..):

ეს პროდუქტები ნახევრადმჟავე ხილს და მცირე რაოდენობით სახამებლის შემცველობის ბოსტნეულს კარგად ეხამება.

არ მიირთვათ ტკბილი ხილი მჟავეებთან, ცხიმიან და სახამებლის მაღალი შემცველობის ბოსტნეულთან.

  • ნახევრადმჟავე ხილი (ვაშლი, მაყვალი, ჯოლო, ალუბალი, ყურძენი, მანგო, ატამი, მსხალი, ქლიავი,..):

კარგად ეხამება ტკბილ და მჟავე ხილს, სახამებლის დაბალი შემცველობის ბოსტნეულს.

არ მიირთვათ ორ ხილზე მეტი ერთად. (მაგალითად: ნახევრად მჟავე ხილი ტკბილ და მჟავე ხილთან ერთად.)

  • მჟავე ხილი, ციტრუსები და ბოსტნეული (გრეიფრუტი, კივი, მარწყვი, ლიმონი, ლაიმი, ფორთოხალი, ანანასი, ბროწეული, მანდარინი, პომიდორი,..):

მჟავე პროდუქტები ნახევრადმჟავე ხილს და მცირე რაოდენობით სახამებლის შემცველობის ბოსტნეულს, ცხიმიან ხილს, თხილეულს და მარცვლეულს კარგად ეხამება.

არ შეურიოთ მჟავი ხილი ტკბილ ხილს.

  • ცხიმიანი ხილი და ბოსტნეული, თხილეული და მარცვლეული (ავოკადო, დურიანი, ზეთისხილი, ნიგოზი, ნუში, ქეშიუ, მზესუმზირა, გოგრის მარცვალი,..):

კარგად ეხამება მცირე რაოდენობით სახამებლის შემცველობის ბოსტნეულს და მჟავე ხილს.

ცხიმიანი პროდუქტის ორზე მეტ სახეობას ერთად ნუ მიირთმევთ, მაგალითად ავოკადოს და ნიგოზს. ეს ორი პროდუქტი სხვადასხვა სიჩქარით გადამუშავდება.

ცხიმოვანი პროდუქტები ფოთლოვან კულტურებს კარგად ეხამებიან.

  • ბოსტნეული, რომელიც დიდი რაოდენობით სახამებელს შეიცავს (სტაფილო, ჭარხალი, ძირთეთრა, ბარდა, კარტოფილი, სიმინდი, ბროკოლი, ფერადი კომბოსტო,..):

ამ ბოსტნეულის მირთმევა ცხიმიან და მცირე რაოდენობით სახამებლის შემცველობის ბოსტნეულთან შეიძლება.

  • ბოსტნეული, რომელიც მცირე რაოდენობით სახამებელს შეიცავს (ფოთლოვანი მწვანილი, ჩინური კომბოსტო, ნიახური, ბოლოკი, სოკო, კომბოსტო, სატაცური, კიტრი, მწვანე ლობიო, ბადრიჯანი,..):

ეს ბოსტნეული, ყველა ზემოთ ჩამოთვლილ პროდუქტს ეხამება.

ამზადეთ არაუმეტეს 6 ინგრედიენტისგან, რომ ორგანიზმს საკვების სწორად გადამუშავების საშუალება ჰქონდეს.
წყარო: „vegan.ru“.

კომენტარები