როდესაც ბავშვი სასეირნოდ მიგყავთ,  ძალიან ბევრი არ ჩააცვათ- გაციების მიზეზი უმეტესად

​პედიატრი, ევგენი კომაროვსკი მშობლებს ურჩევს, როდესაც ბავშვი სასეირნოდ მიჰყავთ,  ძალიან ბევრი არ ჩააცვან.

-„როდესაც ბავშვი სასეირნოდ მიგყავთ, ჩააცვით ტემპერატურის შესანარჩუნებლად საკმარისი ტანსაცმელი. ბავშვს დამოუკიდებლად ჩაცმის უნარები განუვითარეთ. გაციების მიზეზი უმეტესად ჭარბი ტანსაცმლისგან  გამოწვეული ოფლიანობაა.

ქუდის გარეშე სიარული მენინგიტს იწვევს, ხალხური ზღაპრის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია. მენინგიტი არის მწვავე ინფექციური დაავადება. შემთხვევათა 99 %-ში გამოწვეულია მიკრობით, რომელსაც მენინგოკოკი ეწოდება.  მიკრობის ორგანიზმში მოხვედრა საერთოდ არ არის დამოკიდებული,   ქუდი გახურავთ თუ არა.

ბავშვთან ერთად სეირნობის დროს იმოძრავეთ ბევრი, დაკავდით სხვადასხვა აქტივობით.

როდესაც ბავშვი ამბობს: -„მცივა,“ ბევრ  შემთხვევაში ამაში მშობელია დამნაშავე. უფრო მარტივია, ბავშვს სამი ქურთუკი ჩააცვა, თავად  მეგობრებს ესაუბრო, ვიდრე ბავშვთან ერთად ისეირნო, მასთან ერთად ითამაშო.

ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესს თან ახლავს სითბოს გამოყოფა. ბავშვის ორგანიზმში ნივთიერაბათა ცვლა უფრო ინტენსიურად მიმდინარეობს, ვიდრე დიდებთან. ერთსა და იმავე დროს, ერთსა და იმავე ადგილას ბავშვის ორგანიზმი მეტ სითბოს გამოჰყოფს, ვიდრე ზრდასრულის.როდესაც ზრდასრულს სცივა, ბავშვი თავს ნორმალურად გრძნობს,  გარემოში დიდებისთვის თუ ნორმალური ტემპერატურაა, ბავშვისთვის თბილა, თუ დიდები გრძნობენ,  რომ თბილა,  ბავშვს ცხელა“.

კომენტარები