როდესაც ბავშვი ხდება სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, თითებიც აღარ მეყოფა, იმდენი გართულება შეიძლება მოჰყვეს – გიორგი ღოღობერიძე:

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დიდი აქცენტი გაკეთდეს სწორედ ოჯახის წევრების განათლებაზე, იმიტომ, რომ ყველაზე ხშირი კონტაქტი ბავშვთან ოჯახის წევრებს აქვთ.

ბავშვების რეაბილიტაცია არის საკმაოდ რთული, ამიტომაცაა, რომ ჩვენ პრევენციაზე ვმუშაობთ და პრევენცია გვინდა.

როდესაც ბავშვი ხდება ძალადობის მსხვერპლი, თითებიც აღარ მეყოფა იმდენი გართულება შეიძლება მოჰყვეს. დაწყებული დეპრესია, შეიძლება იყოს შფოთვები, დამოკიდებულება ალკოჰოლზე, ნარკოტიკებზე, ძილის და მადის დარღვევები, დისოციაციაპოსტტრავმული სტრესული დაავადება და შიზოფრენიის გარდა შეიძლება ნებისმიერი რაღაც იყოს გართულების სახით. ასეთი რაღაცების მართვა საკმაოდ რთულია. აქედან გამოსვლას სჭირდება ძალიან დიდი დრო. ძალადობის მსხვერპლი ბავშვების 50%-დან 80%-მდე, ანუ 10-დან შეიძლება 8 ბავშვს ჰქონდეს მსგავსი მოვლენები დარჩენილი წლების განმავლობაში,” – განაცხადა გიორგი ღოღობერიძემ.

კომენტარები