„როდესაც გამოცდაზე მივდიოდი, მეგონა, რომ კარგ ნიშანს მივიღებდი და ვიღებდი კიდეც. ასე არის არჩევნებზეც“

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა:

„მე როდესაც გამოცდაზე მივდიოდი, მეგონა, რომ კარგ ნიშანს მივიღებდი და ვიღებდი კიდეც. ასე არის არჩევნებზეც.

მთავრობა მოქალაქეებთან ერთად შეაჯამებს 8-წლიან საქმიანობას.

მგონია, რომ ჩვენ მომავალ წელს ღირსეულად წავრდგებით მოქალაქეების წინაშე და მათთან ერთად შევაჯამებთ 8-წლიან საქმიანობას, რომელიც სირთულეებით იყო სავსე მით უმეტეს ოკუპაციის და ეკონომიკური პრობლემების ფონზე. მომავალი წელი „ქართული ოცნების“ გამარჯვების კიდევ ერთი წელი იქნება“.

კომენტარები