როდესაც გრძნობენ , რომ სამართლიანობის აღდგენის გარეშე შეუძლებელია ქვეყნის სახელმწიფოებრივი აღმშენებლობა… – პოლკოვნიკი გურამ ლაკია:

 საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის გაერთიანებული შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი გურამ ლაკია:

 

 – ბრიუსელის მიერ მოვლენილი ემისრის შარლ მიშელის მეორედ მოსვლამ ქვეყანა დაგვილაგა.
ხუნტის მემკვიდრე პოზიცია-ოპოზიციამ ხელი მოაწერა შარლ მიშელის ხუთ პუნქტიან უსტარს.
გავიხსენოთ 2008 წელი. ე.წ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ( რომელიც ახლა მთავარი ოპოზოციონერია) თუ როგორ ზეიმობდა რუსთაველზე რუსეთთან ხელმოწერილ კაპიტულანტურ ხელშეკრულებას საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტის სარკოზის ძალისხმევით.
რუსთაველზე თავმოყრილ ხუნტის მხარდაჭერებს სარკო-სარკოს აბღავლებდნენ, მაშინ როდესაც გმირი ქართველი ვაჟკაცების ცხედრები მიწას არ იყვნენ მიბარებულები და აგვისტოს სიცხეში უპატრონოდ ეყარენ მიწაზე.
ვფიქრობ ქართველ საზოგადოებას ეს შემზარავი ფაქტი ჯერაც არ დავიწყებია.
ახლა ახალი საკენკი გადმოგვიგდეს – ბრიუსელმა შარლ მიშელი მეორედ მოგვივლინა და გვეშველაო.
ავიწყდებათ XX საუკუნის დიდი პოლიტიკოსის უინსტონ ჩერჩილის სენტენცია – ინგლისს არა ჰყავს მეგობრები, ინგლისს აქვს ინტერესები, რაც დიპლომატიის აქსიომაა.
შარლ მიშელი ბრიუსელმა მოგვივლინა ევრო – ატლანტიკური ბლოკ NATO – ს ინტერესების გასამყარებლად და დასაცავად, რაც შარლ მიშელის სამსახურეობრივი მოვალეობაა ევროკავშირის წინაშე.
ბრიუსელი რომ უხეშად ერევა ევროკავშირში შემავალი ქვეყნების საშინაო და საგარეო პოლიტიკაში არაახალია.
ინგლისმა დატოვა ევროკავშირი ბრიუსელის მიერ დამოუკიდებელი ქვეყნების საშინაო და საგარეო საქმეებში უხეში ჩარევის გამო.
ბრიუსელის დიქტატი არც ევროპის წამყვან ქვეყნებს იტალიას, საფრანგეთს და გერმანიასაც არ მოსწონთ და ეს მათ არაერთხელ განაცხადეს.
ჩვენს ქვეყანაში ორად გაყოფილი ხუნტის მემკვიდრეები ეძიძგლავებიან ერთმანეთს ძალაუფლებისათვის, რაც მათი პირადი კეთილდღეობის წყაროა.
ხუნტის მემკვიდრეთა ორივე მხარისათვის ქვეყნის სახელმწიფოებრივი და საზოგადო ინტერესები ქიმერაა !
ხუნტის მემკვიდრეები არალეგიტიმური ხელისუფლების შესანარჩუნებლად სამი ათეული წელიწადია მიმართავენ ე.შევარდნაძის კახპურ პოლიტიკას ( წინათ რუსეთის საწოლში გორაობდნენ, ახლა ე.წ. კოლექტიურ დასავლეთთან ნებივრობენ).
ხუნტის მემკვიდრეებს , მათ შორის არალეგიტიმურ დე-ფაქტო ხელისუფლებას აფრთხობს ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა.
როდესაც გრძნობენ , რომ სამართლიანობის აღდგენის გარეშე შეუძლებელია ქვეყნის სახელმწიფოებრივი აღმშენებლობა , მაშინ არალეგიტიმური ძალაუფლების გასახანგრძლივებლად უგნური მწყემსის ხერხს მიმართავენ- გამოაზამთრონ ცხვრის ფარა გუდაში ჩასმული კატის წყალობით.
ეს შეურაცხმყოფელია ათასწლოვანი ერისათვის , რომელსაც დიდი და ღირსეული ისტორია აქვს.
საქართველოს საზოგადოების ჯანმრთელმა ნაწილმა , რომელიც ქვეყანაში აბსოლუტურ უმრავლესობაშია გონიერებას უნდა მოუხმოს და ქვეყანას ღირსება დაუბრუნოს.
ევრო – ატლანტიკურ სამხედრო – პოლიტიკურ ბლოკ NATO-ს რომლის ინტერესებსაც ემსახურება შარლ მიშელი ( და არა საქართველოს ინტერესებს) სჭირდება საქართველოს გეოსტრატეგიული მდებარეობა – ხმელეთი და ზღვის აკვატორია სამხედრო -სტრატეგიული უპირატესობის მისაღწევად დაპირისპირებულ რუსეთთან და ირანთან ( და არამარტო).
NATO-ს ინტერესებისათვის იღწვის მ.სააკაშვილის მეგობარი აპატურაიც, რომელიც გვაიმედებს , რომ საქართველო მოკლე დროში მიიღებს მაპ-ს და NATO-ში გაწევრიანდება.
ეს დიდ საფრთხეს უქმნის საქართველოს არსებობას, ვინაიდან საქართველოს ტერიტორია გახდება ბირთვული ზესახელმწიფოს პირველი რიგის სამიზნე.
შარლ მიშელის უსტარმა დაპირისპირებული ხუნტის მემკვიდრეებს სალაფავი დროებით გამოუყო და დააშოშმინა, მაგრამ როგორც ამბობენ მადა ჭამაში მოდისო.
ქვეყანას არაფერს არგებს სხვისი ჭკუით სიარული , რაზედაც გურული კაცი იტყვის – სხვის იმედად მტერი ყოფილიყოსო.
სულ ახლახან აშშ-ს პრეზიდენტმა ბაიდენმა ბრძანა : – მხოლოდ ავღანელ ხალხს აქვს უფლება გადაწყვიტოს ავღანეთის ბედიო და გასცა ბრძანება სექტემბრის თვის ბოლომდე გამოყვანილი იქნეს აშშ-ს შეიარაღებული ძალები.
ეს ჩვენზედაც ვრცელდება , – მხოლოდ საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელ ნაწილს ( და არა სისხლისსამართლის დამნაშავეებს) აქვს უფლება გადაწყვიტოს ქვეყნის ბედი.
ქვეყანა , რომელიც სხვისი სატელიტია დამოუკიდებელი კი არა მარიონეტული ანკლავია !
დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღმშენებლობა ჩვენს ქვეყანაში შეწყდა 1992 წლის 6 იანვარს ხუნტის კრიმინალური შეიარაღებული ბანდის მიერ განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალების შედეგად.
ეროვნული, დამოუკიდებელი , დემოკრატიული სახელმწიფოს აღმშენებლობისათვის საჭიროა ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა.
ქვეყნის საზოგადოების ჯანმრთელი ნაწილის წარმომადგენლებისაგან საჭიროა შეიქმნას სახალხო დარბაზი, რომელიც დემოკრატიული , მშვიდობიანი გზით ქვეყანაში აღადგენს კანონიერი ხელისუფლების სამართალმემკვიდრეობას.
მხოლოდ კანონიერი ხელისუფლების სამართალმემკვიდრე ხელისუფლებას აქვს სამართლებრივი უფლებამოსილება განაგრძოს ეროვნული სახელმწიფოებრივი აღმშენებლობა.
ეროვნული იდეოლოგიის საფუძველზე ერის ერთობით , კანონის უზენაესობით , შრომით და თავდადებითაა შესაძლებელი ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური, დიპლომატიური და ზნეობრივი კრიზისიდან გამოყვანა.
საქართველო, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა გაერო-ს შემადგენლობაში გაწევრიანებულია 1991 წლის 31 მარტის საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით უზენაესი საბჭოს მიერ 1991 წლის 9 აპრილს მიღებული დადგენილების – 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის აღდგენის საფუძველზე და არა 1991 -1992 წწ კრიმინალური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალების შედეგად.
საერთაშორისო კანონმდებლობის საფუძველზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უნდა იქნეს აღდგენილი საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიის საზღვრებში საბჭოთა კავშირის დაშლისას.
საქართველოს ისტორიული ტერიტორიები რომლებიც მიტაცებული ჰქონდათ მეზობელ ქვეყნებს ორმხრივი მოლაპარაკების საგანია.

ჩვენს სამშობლოს- საქართველოს ჩვენ უნდა ვეპატრონოთ !

საქართველო უპირველესს ყოვლისა !

ღმერთი ფარავდეს საქართველოს ! – ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას !

კომენტარები