„როდესაც ვსაუბრობთ მეტ ჩართულობაზე – თავდაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერების თვალსაზრისით ბოლო 4 წლის განმავლობაში უპრეცედენტო შედეგები გვაქვს“ – დავით ზალკალიანი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს შეხვდა.

-„როდესაც ვსაუბრობთ მეტ ჩართულობაზე, ვგულისხმობთ ამერიკის უფრო მეტ მხარდაჭერას საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კუთხით, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერების თვალსაზრისით და ამ კუთხით ბოლო 4 წლის განმავლობაში აშშ-ის ამჟამინდელ ადმინისტრაციასთან საქართველოს უპრეცედენტო შედეგები აქვს.

წინა ადმინისტრაციის დროს დაწყებული თანამშრომლობა, 2016 წელს გაფორმებული თავდაცვისა და უსაფრთხოების მემორანდუმი და მისი წარმატებული შესრულება, 2017 წელს ახალი თავდაცვის პროგრამის განხორციელება, აშშ-ის უპრეცედენტო წვრთნები საქართველოში, რამაც გაზარდა ჩვენი თავსებადობა, ჩვენი კონტრიბუცია ავღანეთში უსაფრთხოების მისიაში – ამას ჩვენი პარტნიორები ძალიან აფასებენ. ამ ადმინისტრაციის პირობებში თავდაცვითი იარაღის შეძენის შესაძლებლობა მოგვეცა. ამ მიმართულებებით მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება მუშაობა. აშშ-ის წამყვანი როლის გარეშე ძალიან გაგვიჭირდება ნატოში ინტეგრაცია. სწორედ ამაზე იყო საუბარი, რომ ყველა ამ მიმართულებას ახალი იმპულსი უნდა მიეცეს. საუბარი ასევე იყო ეკონომიკაზე, თავისუფალ ვაჭრობაზე, ამერიკული ინვესტიციების მოზიდვაზე – ყველაფერი ეს აძლიერებს ჩვენს მდგრადობას, რომელიც გვჭირდება, რათა გავუმკლავდეთ უსაფრხოების კუთხით რეგიონში არსებულ უმწვავეს გამოწვევებს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მაიკ პომპეო საქართველოს 17 ნოემბერს ეწვია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს შეხვდა. 

 

კომენტარები