„როდესაც მსუბუქია შემთხვევა, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, ბინაზე პაციენტის მეთვალყურეობა. შესაძლოა, ეს იყოს ონლაინ რეჟიმი, პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმების თუ ინფექციონისტის მიერ“

-„როდესაც მსუბუქია შემთხვევა, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, ბინაზე პაციენტის მეთვალყურეობა. შესაძლოა, ეს იყოს ონლაინ რეჟიმი, პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმების თუ ინფექციონისტის მიერ. უბრალოდ, ყველა პაციენტს ყურადღება სჭირდება, რათა არ მოხდეს იმ დონემდე დამძიმება, რომ შემდგომ შედეგი იყოს სავალალო.

ბევრი ინფორმაციის გაცნობის დრო არ მაქვს, თითქმის 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ ჩვენ თვენახევარია და მეტი. ვიცი, რომ კლინიკებში მიჰყავთ უკვე დამძიმებული პაციენტები. დამძიმებულ პაციენტებში დაავადებასთან ბრძოლა გაცილებით უფრო ძნელია, ვიდრე თავიდან. მსუბუქი შემთხვევებიც ბევრია, რა თქმა უნდა და შეიძლება, ბინაზე მკურნალობა, ოღონდ აუცილებელი მეთვალყურეობაა საჭირო მათზე.

ე არ გამოვრიცხავ, რომ კორონავირუსმა შესაძლოა, სეზონური სახეც მიიღოს. უკვე თანდათან ყველა ვირუსიული ინფექციის დროს ხდება მოსახლეობის იმუნიზაცია. ჯერ ეს ვირუსი შესწავლილი არ არის, არ ვიცით, რანდენხნიან იმუნიტეტს იმუშავებს. თუ შევძელით ბრძოლა და თითქმის მთელი მსოფლიო ჩართულია ამ დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში, მაშინ შესაძლებელია მოხდეს ამ დაავადების ელიმინაცია, რადგან ძალიან ბევრი დაავადება აღმოიფხვრა მსოფლიოში, აღარ არის და მათი რაღაც ეპიზოდური იშვიათი შემთხვევები არის ხოლმე. იმედს გამოვთქვამ, რომ ეს დაავადებაც ამ სახეს მიიღებს“, – განაცხადა  ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ  „მოამბის“ ეთერში.

კომენტარები