როდის გახსნება ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიები – ჯანდაცვის სამინისტრო ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიებისთვის მოთხოვნათა პაკეტს ამუშავეს

მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.

-„ჯანდაცვის სამინისტრო ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიებისთვის მოთხოვნათა პაკეტს ამუშავეს. ტანსაცმლის და ფეხსაცმლის მაღაზიების წარმომადგენლებთან აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. გახსნის შემთხვევაში, მათ სოციალური დისტანციის უზრუნველყოფა მოუწევთ.

მაღაზიის წარმომადგენელთან ვმუშაობთ. პირველ რიგში, გვყავს დაყენებული მაღაზიები, რომლებსაც აქვთ მხოლოდ ქუჩის მხრიდან შესასვლელები და შემდგომ ის მაღაზიები, რომლებიც მუშაობენ მოლებში. მათთანაც ინტენსიური კომუნიკაცია და შეხვედრები მიმდინარეობს, როგორც ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან, ასევე ჩართულია შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტი. ვმუშაობთ ასევე იმ მონიტორინგის სამსახურის ამუშავებაზე, როდესაც უკვე დადგენილი წესების გაკონტროლება მოხდება შრომითი ინსპექციის მხრიდან“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ. 

კომენტარები