როდის ეწურება ვადა, საქართველოში შემოტანილ კოვიდვაქცინებს?

საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან  გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ  ბრიფინგზე განაცხადა:

-„ამ ეტაპზე ქვეყანაში გვაქვს 550 ათას დოზამდე Pfizer-ის ვაქცინა, –  ვადა აქვს 31 მარტამდე. გვაქვს კიდევ დაახლოებით 1,5 მილიონი Sinopharm-ი და Sinovac-ი, –  ვადა აქვს 2023 წლის ივნის-ივლისამდე, ზუსტი თვე არ მახსოვს. საკმაოდ ვადიანი არის.

უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს მოლაპარაკება Pfizer-თან წელს დამატებით 2 მილიონი დოზის შესყიდვასთან დაკავშირებით. მათ შორის, საუბარია ბავშვების დოზებზე, – 5-11 წლის ასაკისთვის დოზა 12 წელზე ზევით დოზისგან განსხვავდება. Pfizer-ს თუ ექნა „ომიკრონისთვის“ სპეციფიკური ვაქცინა, საქართველოს ამაზეც აქვს განაცხადი გაკეთებული“

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“  30 მარტიდან,  3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო, ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

კომენტარები