„როდის მოიხსნება „კომენდანტის საათი“…-თენგიზ ცერცვაძე განმარტავს

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა:

-„მთავრობას შეზღუდვების მოხსნის საფუძველი, სტაბილიზაციის მიღწევის შემდეგ ექნება. მაისის ბოლოსთვის მდგომარეობა გაუმჯობესდება, „კომენდანტის საათიც“ მოიხსნება, – ეს ჩემი აზრია. 

ახლა პიკში შევედით, ისედაც შედარებით რბილი შეზღუდვების კიდევ უფრო შერბილება არ იქნება მიზანშეწონილი, სანამ ყველას ერთიანი ძალისხმევითა და სოლიდარობით კოვიდი უკან არ დაიხევს, სანამ არ დაიწყება ახალი შემთხვევებისა და სიკვდილობის შემთხვევების შემცირება. ჯერ სტაბილიზაციას უნდა მივაღწიოთ, შემდეგ იქნება იმის რეალური საფუძველი, მთავრობამ მოხსნას შეზღუდვები“.

კომენტარები