როდის მოიხსნება, ყველა შეზღუდვა?- თენგიზ ცერცვაძე

-„რამდენადაც ვიცი, ყოველ კვირაში ახალი შემსუბუქება განიხილება. ბევრი შეზღუდვა მოიხსნა, დღის წესრიგში დგას სარესტორნო ბიზნესზე შეზღუდვების შემსუბუქება; განიხილება ყველაზე მტკივნეული ნაწილი, – ზამთრის კურორტების სეზონის დარჩენილ ნაწილში ამოქმედება, კომენდანტის საათის მხრივ ცვლილებები.  არ ვიცი, ზუსტად როდის მოხდება შემდეგი შემსუბუქებები.  ჯერ არ ვიცით, როგორი იქნება ახალი ხელმძღვანელობის პოზიცია, რამდენად დააჩქარებს, თუ, უფრო ფრთხილად მოიქცევა. ჩვენ არ გავჩერებულვართ. რაც შეზღუდვების მოხსნა დაიწყო საქართველომ, მას  შემდეგ, ყოველ კვირაში ან ყოველ ორ კვირაში ახალი შეზღუდვის მოხსნა ხდება. ვფიქრობ, ეს გაგრძელდება. მთავარია,  მოსახლეობამ ხელი არ შეუწყოს ხელი იმას, რომ ეს მაჩვენელი დავკარგოთ, – ეს ძალიან დიდი მიღწევა, -3%-ს ქვევით ჩამოვიდა დადებითობის მაჩვენებელი. შეზღუდვების მოხსნა დაწყებულია. სადღაც, ორ-სამ კვირაში დამთავრდება, სავარაუდოდ, ყველა შეზღუდვა მოიხსნება. მთავარია,  უკან დაბრუნება არ მოგვიწიოს და ხელახლა შეზღუდვების დაწესება არ მოგვიხდეს, როგორც ეს ევროპის ბევრ ქვეყანას მოუწია. არ უნდა მივეცეთ თვითდამშვიდებას, ერთხელ რაც დაგვემართა, მოგვივიდა ზაფხულში. ახლა მდგომარეობა სტაბილურია, მე ვიტყოდი პირდაპირ, – კარგია, ეს არ უნდა იყოს თვითდამშვიდების საგანი. ის, რაც მოსახლეობამ ასე თუ ისე გაითავისა,- მაღალი პასუხისმგებლობა და პრევენციული ზომების დაცვის აუცილებლობა, მხედველობაში მაქვს პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ჰიგიენა. აი, ამაზე ერთი წუთითაც არ უნდა მოვადუნოთ ყურადღება. პირბადის ტარება  ბევრად ეფექტური საშუალებაა ინფექციის გადაცემის პრევენციისათვის, ვიდრე ჯანდაცვის მუშაკებს ეგონათ.

გახსოვთ დრო, როცა ამბობდნენ, – პირბადე არ არის გარანტირებული დაცვა ინფექციის გადაცემისგან. არა, პრაქტიკულად, გარანტირებული დაცვაა. იმაზე მეტად გარანტირებულია, ვიდრე გვეგონა. ახლა უმთავრესია, – მოსახლეობამ ატაროს პირბადეები, დაიცვას სოციალური დისტანცია. რაც შეეხება ვაქცინის შემოტანას და  შეზღუდვების მოხსნას, მოსახლეობა პირბადეების ტარებას მასობრივად თუ გააგრძელებს, უბრალოდ, დროის ამბავია, ვაქცინის შემოტანაც და შეზღუდვების მოხსნაც -უმოკლეს დროში მოხდება“, – განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ.

კომენტარები