როდის შეიძლება გაიხსნას სკოლები და ბაღები

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგი გაიმართა.

სკოლებისა და ბაღების გახსნის საკითხი არ განიხილება.

-„ამ კუთხითაც ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან,  მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, – პირველია ბავშვების ჯანმრთელობის უსაფრთხოების შენარჩუნება, აქედან გამომდინარე,  ამ საკითხს ფრთხილად ვეკიდებით. გვაქვს გარკვეული მოსაზრებები, მაგრამ დღევანდელი ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი ჩვენ არ გვაძლევს იმის საშუალებას, – ვისაუბროთ,   როდის შეიძლება გაიხსნას სკოლები. როგორც კი ამის საშუალება იქნება, განათლების სამინისტროს მხრიდან იქნება ყველა ის საჭირო პირობა უზრუნველყოფილი,  ბავშვები უსაფრთხოდ მიიღონ სკოლებში.

სკოლებისა და ბაღების გახსნა ნამდვილად არის ჩვენი პრიორიტეტი, რადგან, მნიშვნელოვანია, ბავშვების სწორ გარემოში აღზრდა, მათთვის განათლების მიცემა“, – განაცხადა  ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.

 

კომენტარები