„როდის შეუძლია კოვიდგადატანილს, ვაქცინის გაკეთება? – „3 თვის შემდეგ მე პირველი ვიქნები, ვინც ვაქცინას“თენგიზ ცერცვაძე

-„ადამიანები, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს, სამი თვის განმავლობაში დაცულები არიან.

არის კანონი, – კოვიდგადატანილმა პაციენტებმა, გადატანიდან 3 თვე არ უნდა გაიკეთონ ვაქცინა,  ისინი 3 თვე ისედაც დაცულები არიან. შესაბამისად, სამართლიანობის პრინციპი მოითხოვს, – ჯერ მათ გაიკეთონ ვაქცინა, ვისაც გადატანილი არ აქვს ვირუსი. ეს ჩემზეც ვრცელდება, მე დაახლოებით, თვენახევრის წინ გადავიტანე კორონავირუსი, 3 თვის შემდეგ მე პირველი ვიქნები, ვინც ვაქცინას გაიკეთებს. მეორეს მხრივ კი, მანამდე, მე სხვას დავუთმობ, მხოლოდ ამის შემდეგ გავიკეთებ,” – განაცხადა ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორმა,  თენგიზ ცერცვაძემ ,,რუსთავი 2-ის” ეთერში. 

Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში თებერვლის ბოლომდე შემოვა.

კომენტარები