რომან გოცირიძე: „ოპოზიციის გარეშე საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ შეთანხმება არ შეასრულა. ქვეყანაში კვლავ არის პოლიტპატიმარი“

-„იმედი უნდა ვიქონიოთ, საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებული იქნება და რამე სიურპრიზს არ შემოგვთავაზებს „ქართული ოცნება“ და მისი მმართველი. ოპოზიციის გარეშე საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ შეთანხმება არ შეასრულა. ქვეყანაში კვლავ არის პოლიტპატიმარი.

ეს ნიშნავს, შეთანხმების ორივე მხარე და ორივე ნაწილი არ იქნა შესრულებული. ჩვენ თავდაპირველი პოზიციის ერთგული ვართ, მხოლოდ იმ შემთხვევაში მივიღებთ მონაწილეობას კენჭისყრაში, გიორგი რურუა  თუ განთავისუფლებულდება.

არჩევნების დროს უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი მანიპულაცია პანდემიიდან გამომდინარე, რამაც ისედაც ძალიან დააზიანა ქვეყანა.

ხელისუფლებამ სათავისოდ გამოიყენა პანდემია, საარჩევნო პროცესში არიან, აქვთ როგორც ფინანსური, ასევე ადმინისტრაციული რესურსი, და წინასაარჩევნოდ კიდევ ერთხელ თუ დაიწყეს ამ პროცესის სათავისოდ გამოყენება, ეს იმას ნიშნავს, რომ არჩევნები იქნება იმაზე უარესი ვიდრე დღემდე ჩაუტარებიათ. იქნება არათავისუფალი და არადემოკრატიული, ამიტომ წინასწარ ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, რომ ნუ გაურბით თვალი ისეთი რეგულაციების მიღებისკენ, რომელიც მათ წინასაარჩევნოდ უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენებს“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ.

კომენტარები