რომან გოცირიძე: „პარლამენტის პიკეტირება 4 თებერვლიდან განახლდება“

-„პარლამენტის პიკეტირება 4 თებერვლიდან განახლდება.

„ქართული ოცნება“ მზად არ არის, ქვეყანაში სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს.

ერთადერთი, რაც მათ ესმით, ძალაა. ამიტომ, ეს ძალა გამოყენებული იქნება და ხალხის ნებას ვაჩვენებთ. სახელმწიფი უწყებების პიკეტირება მოხდება.  ეს იქამდე გაგრძელდება, ვიდრე „ქართული ოცნება“ დანაპირებს არ შეასრულებს. ამ პროტესტის ფონზე არჩევნებამდე ჩამოშლილები მივლენ. მათ ორი ალტერნატივა აქვთ – ან დათმობაზე წავიდნენ, ან არჩევნებამდე ჩამოშლილები მივიდნენ”, – განაცხადა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ.

კომენტარები