„რომან კაკულია ომის დროს ხელისუფლებაში იყო, სახელმწიფო მინისტრის აპარატში მუშაობდა და მხოლოდ იმიტომ, რომ ტალახი ისროლოს, ღალატს გვაბრალებს“

„ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა:

„უმრავლესობის დეპუტატი რომან კაკულია ომის დროს ხელისუფლებაში იყო, სახელმწიფო მინისტრის აპარატში მუშაობდა და მხოლოდ იმიტომ, რომ ტალახი ისროლოს, ღალატს გვაბრალებს.

რომან კაკულიასთან პერსონალურად ცივილიზებული ურთიერთობა გვაქვს. მან მძიმე ცილისწამება ისროლა. თურმე, ხელისუფლება, რომელმაც ომი დაიწყო, გარბოდა. ამ საკითხზე მთელი კამპანია იყო ტალღებად, საბუთის წარმოდგენა მოგვიწია, რითაც დადასტურდა, რომ ეს სრული უსინდისო ცილისწამება იყო. როცა ადამიანები ასეთ ცილისწამებას კადრულობენ, თვითონ ომის დროს ხელისუფლებაში იყო, ხომ არ გგონიათ, სადმე იყო? რომან კაკულია სახელმწიფო მინისტრის აპარატში მუშაობდა და მხოლოდ იმიტომ,რომ ტალახი ისროლოს, ღალატს გვაბრალებს. ხელისუფლება, რომელიც ომის დროს გარბის, მოღალატეა და ასეთ ბრალდებას რომ ისვრი, რაღაც სინდისი უნდა გქონდეს, რომ ფაქტები შეამოწმო.

ყველა შესაბამის პასუხს მიიღებს, ვინც ასე მოიქცევა.

რამდენჯერაც ასე მოიქცევიან, იმდენჯერ მკვახე პასუხს მიიღებენ, რადგან დისკუსია არ არის, მოღალატე ხარ თუ არა, გაიქეცი თუ არა ქვეყნიდან, როცა ხელისუფლებაში იყავი. გამქცევი ვინ არის და ვინ არა, ბევრ სხვა ვითარებაში გვაქვს ნანახი“.

კომენტარები