„რომელი ქვეყანა დარჩა მოგებული? – სიკვდიალიანობის მაჩვენებელი შემცირდა“-თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: 

-„იმ ქვეყნებში, სადაც ჩინური ვაქცინის გამოყენება დაიწყეს, სიკვდიალიანობის მაჩვენებელი შემცირდა.

საქართველოსაც ჰქონდა შესაძლებლობა აღნიშნული ვაქცინის გამოყენება 2-3 თვით ადრე დაეწყო, მაგრამ ქვეყანამ მოსახლეობის დაკვეთა გაითვალისწინა, „სინოფარმით” ვაქცინაციისგან თავი შეიკავა.

ჯანმო-ს აღიარება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ზოგიერთები ამის ჰიპერბოლიზაციას ახდენენ, რომ ჯანმოს აღიარების გარეშე არ გაიკეთებენ, მაგრამ ვნახოთ ახლა, რომელი ქვეყანა დარჩა მოგებული?

პატივი ვეცით მოსახლეობის შეკვეთას და მათ სურვილს, არ გავუშვით ხმარებაში „სინოფარმი“. მიუხედავად იმისა, რომ შეგვეძლო, 2-3 თვის წინ დაგვეწყო მისი გამოყენება, მოსახლეობის მოთხოვნით ეს არ გაკეთდა. ველოდებოდით საერთაშორისო აღიარებას. 47 ქვეყანა არ დაელოდა საერთაშორისო აღიარებას, მესამედით ან უფრო მეტად შეამცირეს ახალი შემთხვევებიდან სიკვდილობის შემთხვევები. ვინ დარჩა მოგებული?“ 

დღეს საქართველოში „სინოფარმით“ ვაქცინაცია დაიწყო. საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო. „ფაიზერით“ ვაქცინაცია 30 მარტიდან დაიწყო. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო.

სინოფარმს” ჯერჯერობით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან ავტორიზაცია მიღებული არ აქვს.

3 მაისის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით სულ 45 344 ადამიანია აცრილი.

შესაბამის მონაცემებს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. 

ამ ეტაპზე საქართველოში ვაქცინაცია “ასტრაზენეკას” პრეპარატით წარმოებს, რომელიც 55 წელს გადაცილებული პირებისთვის, სამედიცინო პერსონალისთვის, ორგანოგადანერგილი პირებისა და დიალიზზე მყოფი პაციენტებისთვის არის ხელმისაწვდომი . 

კომენტარები