რომელ საგანში ჩაიჭრა ყველაზე მეტი აბიტურიენტი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე

გთავაზობთ ინფორმაციას საგნების მიხედვით, რომელ საგანში რამდენმა აბიტურიენტმა გადალახა ზღვარი და შესაბამისად რომელ საგანში ვერ გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა.

მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა გამოცდაზე გასული აბიტურიენტების:

ქართული ენა და ლიტერატურა – 95,03%

უცხოური ენები:

ინგლისური-93,54%

რუსული-87,51%

გერმანული-91,34%

ფრანგული-89.58%

მათემატიკა-82,65% (თითქმის 18 პროცენტიანი ჩაჭრის მაჩვენებელი)

ისტორია-92,78%

ლიტერატურა-97,04%

ზოგადი უნარები:

ქართულ ენაზე-91,08%

აზერბაიჯანულ ენაზე- 66,10% (თითქმის 40 პროცენტიანი ჩაჭრის მაჩვენებელი)

სომხურ ენაზე- პირველ ვარიანტში 63,15%; მეორე ვარიანტში 72,73% (აქაც ჩაჭრის მაჩვენებელი 30%-ზე ზევით არის)

გეოგრაფია-64,38% (ჩაჭრის მაჩვენებელი 35%-ზე მეტია)

ფიზიკა-68,83%  (ჩაჭრის მაჩვენებელი 30%-ზე მეტია)

ქიმია- ერთი ვარიანტი 93,91%; სხვა ვარიანტი 83,91%

ბიოლოგია- 91,47%;

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება-76,74% (ჩაჭრის მაჩვენებელი 23%-ზე მეტია)

აბიტურიენტებს საკუთარ რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა დღეს, 25 აგვისტოს 18:00 საათამდე ექნებათ. ამის შემდეგ ისინი ცვლილებებს ვეღარ განახორციელებენ და ამდენად, არსებითია, რომ თავიანთ ჩამონათვალში დარწმუნებული იყვნენ.

როგორც გავრჩელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს გამოცდების მონაწილეებს, საკუთარ სარეგისტრაციო გვერდზე კიდევ ერთხელ ყურადღებით გაეცნონ სასურველ საგანმანათლებლო პროგრამებზე არსებულ კონკურსს, მიღებულ შედეგს (გათანაბრებულ ქულებს) და შესაბამისად შეადგინონ მათი საბოლოო პრიორიტეტული ჩამონათვალი.

“აბიტურიენტებს საშუალება აქვთ შეუზღუდავი რაოდენობით აირჩიონ ის საგანმანათლებლო პროგრამები, რომელთა მოთხოვნებსაც შეესაბამება მათ მიერ ჩაბარებული საგნობრივი გამოცდები და მიღებული ქულები. ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, არ დაავიწყდეთ ნებისმიერი ცვლილების შემდეგ ღილაკის – „შენახვა“ გამოყენება”, – განმარტავს გამოცდების ცენტრი.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროგრამების ჩამონათვალი იხილეთ „ცნობარში აბიტურიენტებისათვის“

კომენტარები