რომის პაპი „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინას მომდევნო კვირაში გაიკეთებს
რომის პაპი „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინას მომდევნო კვირაში გაიკეთებს.
-„კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ყველამ უნდა გაიკეთოს, „ეს ეთიკის საკითხია, რადგან, შენ არ უნდა ეთამაშო შენს ჯანმრთელობას, სხვის სიცოცხლეს საფრთხე არ უნდა შეუქმნა“, – ცხადებს რომის პაპი, ფრანცისკე იტალიურ მედიასთან.
84 წლის ფრანცისკეს ერთი ფილტვის ნაწილი მოკვეთილი აქვს, კორონავირუსი მის ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის.
„კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი ვატიკანში მალე დაიწყება.