რო­მის პაპი ფრან­ცის­კე ვლა­დი­მერ პუ­ტინს შეხ­ვდე­ბა

ვა­ტი­კან­ში 4 ივ­ლისს რო­მის პაპი ფრან­ცის­კე რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს ვლა­დი­მერ პუ­ტინს შეხ­ვდე­ბა. ეს ინფორმაცია  ვა­ტი­კა­ნის პრესს­პი­კერ­მა ალე­სან­დრო ჯი­ზო­ტიმ დაადასტურა. ინ­ფორ­მა­ცია კრემლშიც და­ა­დას­ტუ­რეს, თუმ­ცა რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცია ვი­ზი­ტის სხვა დე­ტა­ლებს არ აკონ­კრე­ტებს.

პუ­ტი­ნის რო­მის პა­პთან ვი­ზიტს სი­რი­ის მო­სახ­ლე­ო­ბა გა­მო­ეხ­მა­უ­რა. სი­რი­ე­ლე­ბი პაპს პუ­ტინ­თან გზავ­ნილს აბა­რე­ბენ, რათა სი­რი­ის ომში რუ­სე­თის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­სა­ხებ რე­ა­ლო­ბა უთხრან “იმ კოშ­მარ­ზე, რო­მელ­შიც ახლა მი­ლი­ო­ნო­ბით სი­რი­ე­ლი იმ­ყო­ფე­ბა…”

“ქა­ლე­ბის, ბავ­შვე­ბის, ექი­მე­ბის, უბ­რა­ლოდ, იდ­ლი­ბის პრო­ვინ­ცი­ის ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბი­სა და ომის დროს გა­მოქ­ცე­უ­ლი ლტოლ­ვი­ლე­ბის ფო­ტო­ებს პლა­კა­ტე­ბით ხელ­ში novayagazeta.ru ავ­რცე­ლებს. “#tellPutin პაპა ფრან­ცისკე, ჩვენს სა­ა­ვად­მყო­ფო­ებს ბომ­ბა­ვენ!”, “ჩვე­ნი სახ­ლე­ბი დან­გრე­უ­ლია და წა­სას­ვლე­ლი არ­სად გვაქვს!”, “ნუ ხო­ცა­ვენ ჩვენს შვი­ლებს” – წე­რია პლა­კა­ტებ­ზე.

იან­ვრი­დან რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი მუდ­მი­ვად სა­უბ­რო­ბენ იმა­ზე, რომ “ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფო­სა” და “ჯა­ბ­ჰატ ან ნუს­რას” მმარ­თვე­ლო­ბა დას­რულ­და, თუმ­ცა ამის კვალ­დაკ­ვალ სი­რი­ა­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ტე­რო­რიზ­მთან ბრძო­ლის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე სა­უ­ბარს გა­ნაგ­რძო­ბენ.

რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბის ან­გა­რი­შით, იდ­ლიბ­ში, ტე­რო­რის­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა სწრა­ფად იზ­რდე­ბო­და, თა­ვი­დან ისი­ნი 20 000-მდე იყ­ვნენ, შემ­დეგ, 50 000-მდე გა­ი­ზარ­და, ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით კი – მათი რა­ო­დე­ნო­ბა 70 000 -მდეა.

 

 

კომენტარები