რომის პაპი: „წყვილები, რომლებიც შვილებს შინაურ ცხოველებს ამჯობინებენ, ეგოისტები არიან. ზოგიერთს არ სურს შვილის გაჩენა, თუმცა ძაღლები…“

წყვილები, რომლებიც შვილებს შინაურ ცხოველებს ამჯობინებენ, ეგოისტები არიან. ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა.

-„დღეს ეგოიზმის ფორმას ვხედავთ. ზოგიერთს არ სურს შვილის გაჩენა. ერთი შვილი ჰყავთ, მაგრამ ჰყავთ ძაღლები და კატები, რომლებიც ბავშვების ადგილს იკავებენ. შინაური ცხოველების ბავშვებით ჩანაცვლება „ჩვენს ადამიანობას წაართმევს“. ამან შეიძლება ხალხი გააცინოს, მაგრამ ეს რეალობაა. მამობისა და დედობის უარყოფის შედეგად, ადამიანების რაოდენობა მცირდება და კაცობრიობა ქრება. ცივილიზაცია ბერდება კაცობრიობის გარეშე, რადგან ჩვენ ვკარგავთ მამობისა და დედობის სიმდიდრეს“, – აღნიშნა მან.

2014 წელს ფრენსისმა გაზეთ Il Messaggero-ს განუცხადა, რომ ბავშვების ნაცვლად შინაური ცხოველების ყოლა იყო „კულტურული დეგრადაციის კიდევ ერთი ფენომენი“ და რომ შინაურ ცხოველებთან ემოციური ურთიერთობა უფრო ადვილი იყო, ვიდრე „კომპლექსური“ ურთიერთობა მშობლებსა და შვილებს შორის.

კომენტარები