„რომ არ დავწერო არ შემიძლია – გადადგომამდე 5 წუთით ადრე, ამ დილით, მისი დახმარებით წოდორეთის პრობლემა მოგვარდა“- ცნობილი წამყვანი გიორგი გახარიაზე

-„ყველაზე ადეკვატური გადადგა!!! ასე რომ აწი მეტი სიფრთხილე!!!

პ.ს. რომ არ დავწერო არ შემიძლია – გადადგომამდე 5 წუთით ადრე, ამ დილით, მისი დახმარებით წოდორეთის პრობლემა მოგვარდა – მარილის მანქანები დაიძრა ჩვენი თოვლში ჩაკეტილი სოფლისკენ.
ეს რატომ დავწერე იცით? გამიკვირდა: გადადგომის ბოლო წუთამდე იყო პოსტზე და ბოლო წუთამდე შეასრულა თავისი მოვალეობა – ქვემდებარე რეგიონში მოაგვარა პრობლემა, ესაა ადეკვატურობა!
დიახ, ის ადეკვატური გადადგა, ვის რეიტინგზეც და აიქიუზეც ეკიდა ოცნება
ასე რომ…”- წერს ცნობილი ჟურნალისტი, ტელეწამყვანი და ჟურნალ “პირველი კულინარის” დამფუძნებელი. ესმა კუნჭულია სოციალურ ქსელში გიორგი გახარიასთან დაკავშირებული ფაქტის შესახებ.

კომენტარები