„რომ ატყდება კოლოსალური მასშტაბის დაძაბულობა, საქართველო უნდა გადარჩეს. ეს არის…“ – ზურა მახარაძე

„ალტ-ინფოს“ გადაცემა „არტერნატიული ხედვა“.

თემა: ქართველი პერფორმერების აქცია უკრაინელების “მხარდასაჭერად”

სტუმარი: „კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერი, ზურა მახარაძე.

-„ამ ხალხის ტვინში რა ხდება, მართლა ვერ ვხვდები. „ეს ვერ შეძლო ქართულმა სახელმწიფომ, მაგრამ ჩვენ გავაკეთებთ“ და რა გააკეთე?..

დასავლეთმა კარგად იცის რამხელა საფრთხეა რუსეთი. თქვენზე კარგად იცის ყველამ ყველაფერი.

რა არგუმენტებია, რატომ უნდა ვიაქტიუროთ უკრაინასთან მიმართებაში. ვისაც მართლა უკრაინის მხარეს ომი უნდა, ჩაჯდეს თვითმფრინავში და წავიდეს იქ. იქ არიან ქართველები, რომლის პოზიციას შეიძლება მე არ ვიზიარებ და არ ვთვლი, რომ ჩვენი ქვეყნისთვის კარგია, მაგრამ მათ ეს პოზიცია რომ აქვთ, როგორც მინიმუმ საქმით აჩვენებს, რომ მართლა იმ პოზიციაზე არიან. აქ თითებს იტყავებენ, ჩვენ რუსებს უნდა დავუპირისპირდეთ, წადით და იქ იომეთ!

არის ასეთი არგუმენტი, რომ აფხაზეთის ომში ჩვენ უკრაინა დაგვეხმარა, ჩვენც უნდა დავეხმაროთ. ჯერ ერთი, უკრაინის დახმარება იყო საკმაოდ ლიმიტირებული. რუსეთის ჯარმა ქართველებთან ერთად ასე დაიბრუნეს საქართველოს ძირძველი ტერიტორიები თურქეთისგან, იყო ასეთი ისტორიული მომენტიც, გაგიკვირდებათ! სადამდე შეიძლება ჩახვიდე და გაიხსენო ასეთი რაღაცეები.

საქართველოს ინტერესი რა არის, ამაზე ხომ შეიძლება ვიღაცამ ილაპარაკოს. ჩემი აზრით, საქართველოს ინტერესი არის შემდეგი, ახლა რომ ატყდება კოლოსალური მასშტაბის დაძაბულობა, საქართველო უნდა გადარჩეს. ეს არის ამოცა ნომერი ერთი…“, – განაცხადა ზურა მახარაძემ.

ნახეთ გადაცემა

აქ: 👇

ვიდეო – https://fb.watch/aLMSgDHHy7/

კომენტარები