„რომ გითხრათ 60 კაცის სახელით კლასის დამრიგებელი კი არ ვარ – ვინმე აპირებს თუ არა შესვლას პარლამენტში“ – ნიკა მელია

„ლელოს“ ოფისში ოპოზიცია კონსულტაციებს მართავს.

-„თუ მაინდამაინც მეკითხებით, ვინმე აპირებს თუ არა შესვლას პარლამენტში, რომ გითხრათ 60 კაცის სახელით, კლასის დამრიგებელი კი არა ვარ.

მეოთხე რაუნდის წინ ოპოზიციის სამი მთავარი მოთხოვნაა – ახალი არჩევნები, პატიმრები და საარჩევნო სისტემა. პირველი ორის გარეშე მესამეზე მიმდინარეობს საუბარი. პირველი ორი კომპონენტის გარეშე ამაზე საუბარი მიმაჩნია დროის ფუჭად კარგვად“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ.

საქართველოში აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გუშინ გაიმართა. შეხვედრას ოპოზიციის რვა წარმომადგენელი ესწრებოდა, „ქართული ოცნებიდან“ კი მოლაპარაკებაზე არჩილ თალაკვაძე და ირაკლი კობახიძე იმყოფებოდნენ.

პირველი სხდომის ჩატარების თარიღი ცნობილია.

კომენტარები