„როსნეფტმა“ ნებართვა უკრაინისთვის ნავთობის გადაცემაზე უკვე მიიღო

მიუხედავად რუსეთის მიერ, უკრაინისთვის ბენზინის მიწოდების შეზღუდვისა, მთავარმა რუსულმა  ნავთომმწარმოებელმა კომპანია „როსნეფტმა“ უკრაინისთვის ნავთობის გადაცემაზე თანხმობა მიიღო.

ამის შესახებ ინფორმაციას, სოციალურ ქსელში საკონსულტაციო ჯგუფ  «А-95»  დირექტორი სერგეი კუიუნი ავრცელებს.

„1-ელი ივნისიდან, უკრაინაში ნავთობის მიწოდების თაობაზე, არანაირი ემბარგო აღარ იქნება. „როსნეფტმა“ ნებართვა ნავთობის გადაცემაზე უკვე მიიღო. რუსეთისთვის ეს ნამდვილად მომგებიანი ბიზნესია. თავის რიგს ელოდება ასევე კომპანია „ლუკოილიც“- წერს სერგეი კუნიონი.

კომენტარები