როსტოვის ოლქის ვიცე-გუბერნატორს ძვირადღირებული საათების კოლექცია აღმოუჩინეს

ტელეკომპანია «Рен тв» – ის ინფორმაციით, როსტოვის ოლქის გუბერნატორის მოადგილე სერგეი სიდაში, მშენებლობის რეგიონალური მინისტრის საქმესთან დაკავშირებით დააკავეს.

გუბერნატორის საცხოვრებელ სახლში და სამუშაო ადგილზე ჩხრეკა ჩატარდა. სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა მასთან, ელიტარული საათების კოლექცია და ძვირფასეულობა იპოვეს. მათი ღირებულება 116 ათას დოლარად შეაფასეს.

ჩინოვნიკებმა ამის გარდა, გუბერნატორის სახლში და სამუშაო კაბინეტში, ფერწერული ნამუშევრები აღმოაჩინეს, რომლებზეც ის სამხედრო კიტელში, მედლებით და ორდენებით არის გამოსახული.

კომენტარები