„როცა გაგიჭირდებათ, სთხოვეთ წმინდა ნიკოლოზს, უარს არ გეტყვით. ამ რთულ დროს მინდა, ვთხოვო წმინდა ნიკოლოზს, გაიღოს მოწყალება, შეიწყალოს საქართველო და მთელი მსოფლიო“ – ილია მეორე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ მრევლს, სრულიად საქართველოს წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილების ამოყვანების დღე მიულოცა.

-„მინდა ვთხოვო წმინდა ნიკოლოზს, გაიღოს მოწყალება და შეიწყალოს საქართველო და მთელი მსოფლიო.

წმინდა ნიკოლოზი იყო მოწყალე – მშობელია, მოწყალე მამაა, თავის ცხოვრებაში ყველა ადამიანს წმინდა ნიკოლოზის მოწყალება გამოუცდია. არ ყოფილა შემთხვეა, რომ არ აგისრულოს თხოვნა წმინდა ნიკოლოზმა. მოწყალეა, მარტო ქრისტიანებს კი არა, მუსულმანებსაც ეხმარება.

საოცარი მოწყალეა. არ არის შემთხვევა, რომ ადამიანმა სთხოვოს და მან არ მიიღოს თხოვნა. მე მინდა გავისხსენო ჩემი შემთხვევა. აკდემიაში ვსწავლობდი, ჩემთან სწავლობდა არქიდიაკონი ხარიტონი, დასავლეთიდან იყო, ბათუმში ჩამოვიდა ოთხშაბათ დღეს და მითხრა, რომ მიჭირს და დამეხმარეო. მე ვუთხარი, ყოველ ოთხშაბათს ვასრულებთ პარაკლისს წმინდა ნიკოლოზისა და სთხოვე-მეთქი წმინდა ნიკოლოზს და დაგეხმარება. იმ დღეებში ვხედავ სიზმარს – წმინდა ნიკოლოზი შემოსილია, ტახტზე ბრძანდება დაწოლილი, ხელი აქვს გამოწვდილი და მეფერება თავზე და მე მიხარია. ვეუბნები, ხარიტონი-მეთქი? – მპასუხობს წმინდა ნიკოლოზი, ხარიტონი ამოვიყვანე ორმოდან და მეტი რაღა გინდაო. უწმინდესმა ეფრემ მეორემ გაიღო მოწყალება და ის მიიღო ბათუმის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში, მღვდელ-მონაზონი იყო. თანდათან დაიმსახურა და გახდა არქიმანდრიტი. მთელი წლები წმინდა ნიკოლოზი წყალობდა. დიდება უფალს და მადლობა უფალს! მე ვუთხარი მას, რომ წმინდა ნიკოლოზმა ამოიყვანა ორმოდან. იმის შემდეგ სულ ევედრებოდა. გარდაიცვალა, დაასაფლავეს ეკლესიის ეზოში. როცა გაგიჭირდებათ, სთოვეთ წმინდა ნიკოლოზს. წმინდა ნიკოლოზი უარს არ გეტყვით. ახლაც ამ რთულ დროს, მინდა ვთხოვო წმინდა ნიკოლოზს, რომ გაიღოს მოწყალება და შეიწყალოს საქართველო და მთელი მსოფლიო.

მე მახსენდება მონაყოლი უწმინდესისა დ უნეტარესი ეფრემისა, წმინდა ნიკოლოზი სწყალობდა განსაკუთრებით. ბათუმში არის წმინდა ნიკოლოზის ტაძარი, სადაც ხატია წმინდა ნიკოლოზისა, მივიდა მიტროპილიტი ეფრემი და ეუბნება ხატს, შენ ხარ მთავარეპისკოპოსი და მე ვარ მიტროპოლიტი, გეხვეწები სთხოვე პატრიარქს, მოწყალება გაიღოს ჩემ მიმართო. სულ შეიცვალა მის მიმართ დამოკიდებულება და შემდეგ პატრიარქად აირჩიეს ეფრემ მეორე. საოცარი მოწყალეა წმინდა ნიკოლოზი. არ არის შემთხვევა, რომ ადამიანმა სთხოვოს და მან არ მიიღოს თხოვნა. მინდა, გავიხსენო ჩემი შემთხვევა, აკადემიაში ვსწავლობდი, ჩემთან სწავლობდა არქიდიაკონი ხარიტონი დასავლეთიდან იყო, ბათუმში ჩამოვიდა ოთხშაბათ დღეს, მითხრა, მიჭირსო და დამეხმარეო, მე ვუთხარი, რომ ყოველ ოთხშაბათს ვასრულებთ პარაკლისს წმინდა ნიკოლოზისა, სთხოვე მეთქი წმინდა ნიკოლოზს და დაგეხმარება. იმ დღეებში ვხედავ სიზმარს წმინდა ნიკოლოზი შემოსილია, ტახტზე ბრძანდება დაწოლილი, ხელი აქვს გამოწვდილი და მეფერება თავზე. მე მიხარია, მე ვეუბნები, ხარიტონი-მეთქი? მპასუხობს წმინდა ნიკოლოზი, ხარიტონი ამოვიყვანე ორმოდან და მეტი რაღა გინდაო. უწმინდესმა, ეფრემ მეორემ გაიღო მოწყალება და მიიღო ბათუმის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში მღვდელ-მონაზვნად, თანდათან დაიმსახურა და გახდა არქიმანდრიტი, მთელი წლები წმინდა ნიკოლოზი სწყალობდა. დიდება უფალს და მადლობა უფალს, მე ვუთხარი მას, რომ წმინდა ნიკოლოზმა ამოიყვანა ორმოდან, იმის შემდეგ სულ ევედრებოდა წმინდა ნიკოლოზს. გარდაიცვალა დაასაფლავეს ეკლესიის ეზოში. როცა გაგიჭირდებათ, სთხოვეთ წმინდა ნიკოლოზს, წმინდა ნიკოლოზი უარს არ გეტყვით, ახლაც, ამ რთულ დროს მინდა, ვთხოვო წმინდა ნიკოლოზს, რომ გაიღოს მოწყალება, შეიწყალოს საქართველო და მთელი მსოფლიო“, – ბრძანა  კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სიონის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას.

მართლმადიდებელი ეკლესია 22 მაისს წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილების ამოყვანების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდა.

წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველად მას შემდეგ ითვლება, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მას ქართული ეკლესია შეავედრა. მართლმადიდებლები წმინდა მღვდელმთავარს შეწევნისათვის ყოველგვარი გასაჭირის ჟამს მიმართავენ.

ეკლესია წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენებას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს. 19 დეკემბერს მისი გარდაცვალების დღეა.

კომენტარები