„როცა გარდაცვალების ჟამი დადგება… გახსოვთ, მაცხოვრის სიტყვები?“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე 

-„როცა გარდაცვალების ჟამი დადგება, ეშმაკი მაშინ მოვა ნამდვილი ხმლით,
აქამდე ხომ ჯოხით იყო და შენც ჯოხი გეკავა, ბოლოს ნამდვილ ბრძოლაში გამოგიწვევს, იმიტომ რომ ის არის
მისი ბოლო შანსი, შენი სულის მისატაცებლად,
ანუ მოდის შიში, უიმედობა, სასოწარკვეთილება, ამას შეიძლება დაემატოს მრისხანება, ბოღმა, სიძულვილი,
შიში მოდის, იმიტომ რომ საყრდენი არა გაქვს,
არ იცი, შიგნით როგორ იყო ქრისტესთან,
არ იცი ქრისტესთან როგორ გქონდეს ურთიერთობა,
ლოცვა არ გაქვს,
ამ დროს, დაუჯდომლებს ხომ ვერ წაიკითხავ?
ამიტომ შიშს ვერ უმკლავდები,
უიმედობას ვერ უმკლავდები,
სასოწარკვეთილებას ვერ უმკლავდები,
რადგან საყრდენი გამოცლილი გაქვს და ეშმაკი კიდე აგრესიულად მოდის,
იმასაც გეტყვის – რა ღმერთი, არაფერი არ არის,
ცარიელი მიწა ხარ და მიწად მიიქცევი,
თუ ამაში ვერ გაჯობა, გეტყვის -კი, ბატონო, არის ღმერთი, მაგრამ, შენ თავს ხომ ხედავ, რა ნაგავიცა ხარ? და მთელ შენს ცხოვრებას დაგიდებს წინ და შენ თვითონვე გაგაკეთებინებს დასკვნას, რომ ღმერთთან ვერ იქნები ასეთი და ასეთი და ჯერ კიდე ცოცხლად მყოფი დაიბოღმები ღმერთზე, დაიწყება ღრჭენა კბილთა, ანუ
იწყება ჯოჯოხეთი,
გახსოვთ, მაცხოვრის სიტყვები? – როგორც გიპოვი, ისე განგსჯი. ნახე, რა მდგომარეომაში გადიხარ მარადისობაში?
ეს უკანასკნელი ბრძოლა, ეშმაკს რომ მოვუგოთ, ამისათვის
მთელი ჩვენი ცხოვრება უნდა ვემზადებოდეთ,
უნდა ვისწავლოთ ნამდვილი ქრისტიანობა,
უნდა ვისწავლოთ გონიერი ლოცვა,
ვისწავლოთ შიგნით მყოფობა ქრისტესთან, რომ შევევედროთ, თვინიერ განკითხვისა, მიიღოს სული ჩვენი
– უფალო, ცუდიც ვარ, ნაგავიცა ვარ, მაგრამ მაინც შენთან მინდა, შემიწყალე მე, უფალო.
ამინ!“
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
/გვერდის ამონარიდების არქივიდან/
კომენტარები