„როცა ეზიარები, უფსკრული, რომელიც ღმერთს გაშორებს, გადალახულია, რადგან ზიარებით შენსკენ“-დეკანოზი თეოდორე გიგნაძე 

-„როცა ეზიარები, უფსკრული, რომელიც ღმერთს გაშორებს, გადალახულია,
რადგან ზიარებით შენსკენ ზეციდან ვექტორი, ისარი მოდის,
მაგრამ შენგანაც უნდა წავიდეს შენი სწორი სწრაფვა,
აბსოლუტურად მიზანმიმართული ძიება ღმერთისა.
შენი ენერგია უნდა წავიდეს იქით და როცა ეს ორი – ღვთაებრივი და ადამიანური, ერთმანეთის შესახვედრად მოძრაობს, იკვრება წრედივით და ხდება სინერგია,
ანუ ღმერთისა და ადამიანის ნების თანხვედრა.
ამ დროს, შენ დგახარ აქ და სინამდვილეში იქ ხარ,
თაბორზე, და ტიროდნენ წმინდა მამები, როცა ამას იაზრებდნენ და განიცდიდნენ.
ჩვენ ერთნი ვართ ქრისტეში და ჩვენ ქრისტესთან ერთად განღმრთობილნი ვართ,
მან წმინდა ჰყო საკუთარი თავი ჩვენთვის,
ასე ამბობს უფალი – მე წმინდა ვყოფ თავსა ჩემსა თქვენთვის
და რადგან ჩვენ განღმრთობილ სისხლსა და ხორცს ვეზიარებით, ე.ი. მასთან ერთად განღმრთობილნი ვართ,
იგი ჩვენთანაა, მამასთან და სულიწმიდასთან ერთად
და შემდგომში, გარდაცვალების შემდგომ, კვლავ ქრისტესთან ერთად ვიქნებით, მამასთან და სულიწმინდასთან, ჩვენს სამშობლოში.
აქ თუ ჩვენ მივიღებთ ღმერთს, რომელიც ერთია და სამი პიროვნება,
მაშინ ჩვენ იქ ვიქნებით მეოთხენი სამებაში,
ეს საიდუმლოება აქვე იწყება, როცა ჩვენ გულმხურვალედ ვეძიებთ მასთან შეხვედრას“.
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
/გვერდის ამონაროდების არქივიდან/
კომენტარები