“როცა ერთი ტელევიზია ცდილობს ცრუ ინფორმაციის მეშვეობით საყოველთაო ფსიქოზის შექმნას, ამ დროს მოქალაქე ავრცელებს ცრუ ფოტოს, თითქოს აეროპორტში დგას პრეზიდენტი ზურაბიშვილი ლუკაშენკოს შვილთან ერთად.”-ამირან სალუქვაძე:
ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს-
“როცა ერთი ტელევიზია ცდილობს ცრუ ინფორმაციის მეშვეობით საყოველთაო ფსიქოზის შექმნას, ამ დროს მოქალაქე ავრცელებს ცრუ ფოტოს, თითქოს აეროპორტში დგას პრეზიდენტი ზურაბიშვილი ლუკაშენკოს შვილთან ერთად.
ბევრმა ეს ფოტო რეალურად აღიქვა, ბევრმა გააზიარა, წამოვიდა უხამსი სიტყვების და პოლიტიკური კომენტარების ნიაღვარი.
მიქალაქე ვერ გრძნობს პასუხისმგებლობას, როცა მისი ცრუ ინფორმაციის გამო სხვას აყენებენ შეურაცხყოფას.
არც ბოდიშია მოსახდელი, ხომ ასეა?! პირიქით, იქეთ სხვები ჰგონია უტვინოები, ასე მარტივად რომ იჯერებენ. ვიღაცამ არ დაიჯერა, მაგრამ გაავრცელა. რა ენაღვლებათ?! მოდელირებული ქრონიკა სხვა კი არაფერი იყო?!
ინტერნეტში ყველაფერი მოსულა. ეს გამოხატვის თავისუფლებაა. იხუმრა…
რატომ უნდა დავიჯერო, რომ იხუმრა?!”-წერს ამიტან სალუქვაძე
მოამზადა ნათია ბერიძემ