„როცა იყო სარსი, მსოფლიოში ორ წელიწადში გაქრა, არც ვაქცინა იყო, არც წამალი! ერთ-ერთი შანსი არის, რომ ეს ვირუსიც ასე იქნება“- გიორგი ფხაკაძე

-„მე როცა რაღავას ვამბობ, (არა ვარ არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი) არ მაქვს არანაირი ფინანსური ინტერესი არავისგან (არც ერთ ფარმაკომპანიასთან, არც ერთ სააფთიაქო ქსელთან და ჯანდაცვის კომპანიასთან და ა.შ.).რასაც ვამბობ, ეს არის დამოუკიდებელი აზრი. როცა რაღაცას ამბობ დამოუკიდებლად, რა თქმა უნდა, ეს ყველასთვის მისაღები არ იქნება.

„აფეთქება“ მოხდა ჩემს ფეისბუქზე, რადგან პსპ  აფთიაქზე სარეკლამო რგოლი დავდე, ნამადე ციტმედის სააფთიაქო რგოლის ინფორმაცია, „ამაფეთქეს“, თითქოს, ჩემი ნათესავები არიან (ვიღაცა რაღაცას მიხდის), ჩემი ნათესავები არც ერთ კომპანიაში არ მუშაობენ. რაც შეეხება ჩემს ფინანსურ ინტერესს, ფინანსური ინტერესი არის ნული. ორ კომპანიას, რომელსაც ჩვენ გამოვუცხადეთ ბოიკოტი – ჯპს და ფარმადეპო, ძალიან კარგად იციან ჩემი სახელფასო. ჩემთვის ფული არის მეორეხარისხოვანი. ჩემთვის პრიორიტეტი არის ჩემი სახელი, რეპუტაცია, გამოცდილება. ეს არის, რის შედეგადაც ვმუშაობ და ვცხოვრობ. მე ვამბობ იმას, რასაც სხვა ვერ ამბობს.

თუ პირბადეებზე ასე იტყუიებიან. ჯიპისის და ფარმადეპოს თანამშრომლები წერენ ისეთ რაღაცეებს (ძალიან გთხოვთ, სისულეებს ნუ წერთ), ასეთი საქციელი არის უფრო ცუდი და დიდი ნეგატივი. იმის მაგივრად, რომ აღიაროთ, კი ბატონო, მოხდა რაღაცა  პრობლემა, – გვაპატიეთ, შეგვეშალა და მოვაგვარებთ! თქვენ ახლა მიგზავნით თქვენს თანამშრომლებს (ყველაზე დიდი სააფთიაქო ქსელი გაქვთ, 20 ათასზე მეტი თანამშრომელი გყავთ).

მე ერთმა ადამიანმაც რომ მომისმინოს, რომელსაც ნამდვილად აინტერესებს, ეს მირჩევნია, ვიდრო იყოს 100 ათასი ადამიანი, რომელიც არადეკვატურია და ტყუილს ამბობს! – მე ტყუილს ვერ ვილაპარაკებ! ეს არის ჩემს სისხლში! მე ვარ ერთი ადამიანი, მაქვს ერთი მობილური ტელეფონი, ვერთვები ლამაზი ადგილებიდან და ვლაპარაკობ სიმართლეს! სიმართლე კი ხალხს არ უყვარს, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვინც ხალხს ატყუებს! თქვენ თქვენს გულში ჩაიხედეთ, როგორ წერთ ასეთ კომენტარებს?! „კლავიატური ვირთხებზე“და „ჟელატინებზე“ საუბარი აღარ მაქვს! „კანალიზაციის მილები“ 24 საათი ჩართული გაქვთ, რამე მეტყობა, „კანალიზაციის მილებისგან“?! როცა მართალი ხარ, ერთი ლაქაც არ დაგრჩება სახეზე! თუ არ ხარ მართალი, სახე გექნება შავი! ვიცი, რომ ბევრ ადამიანს გული უსკდება, როცა ვრთავ „ლაივს“! ყველაფერი ვიცი, რასაც ლაპარაკობთ ჩემზე! 70 ათასი ადამიანი მაინც მისმენს, ათასობით ადამიანი მწერს!

ჯიპისი და ფარმადეპო მოიქცა არასწორად. როცა ტყუილში ხარ შემჩნეული, უნდა აღიარო!

ჩემო მეგობრებო, გთხოვთ ჯიპისიში და ფარმადეპოში არაფერი იყიდოთ, სანამ თქვენ არ მოგიხდიან ბოდიშს! სანამ ისინი თვის ბოლო არ დაინახავენ თავია ფინანსურ დანაკლისს, არ გამოცოცხლდებიან, მერე იქნებ „გამოცოცხლდნენ“! „თქვენ შემოიტანეთ თურქეთიდან ნაგავი!“ თურქეთის მე არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, ძალიან კარგი რაღაცეები კეთდება თურქეთში, ჩინეთში და საფრანგეთშიც, მაგრამ – ციტმედი (რომელსაც ძალიან დიდ რეკლამას ვუკეთებ) 14 თეთარდ ყიდის პირბადეს. ამიტომაც ვუკეთებ რეკლამას. ვინც დადებს ყველაზე დაბალ ფასს, იმას გავუკეთებ რეკლამას უფასოდ! შეგიძლიათ, სასამართლოსაც მიმართოთ, ნებისმიერ წიგნზე ფიცს დავდებ, რომ მე არავისგან არ მაქვს ფული აღებული და არც ვიცნობ ამ ხალხს! ციტმედმა რამდენიმე დღის უკან დაუშვა შეცდომა, საბავშვო პირბადეები შემოიტანა (მეც გამიხარდა), მივწერე, სერტიფიკატები გამოეგზავნათ, (მიმოწერა მაქცს ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე), ყველაფერს ვაკეთებ ოფიციალურად და საჯაროდ, მომწოდებელმა არასწორი ინფორმაცია მიაწოდა ციტმედს, ღამით გადავამოწმე, ჩემს მეგობრებსაც გადავურეკე (მეგობრები მყავს ყველგან, მდიდარი ვარ მეგობრებით) მივწერე, – ეს არის „ფეიკი“, არასწორი პირბადე არის! ციტმედმა დილიდან ამიიღო (პრაქტიკულად, ერთი დრე ჰქონდათ გაყიდვაში). ეს არის სწორი მიდგომა! შეიძლება, ადამიანს შეეშალოს და ეს ნორმალურია (მარტო ღმერთს არ ეშლება არაფერი).

ჯიპისი და ფარმადეპო ჯიუტად არიან, არ ჩანს არსად ტესტი! ყუთზე არაფერი არ აწერია.

იმპექსი პირბადეს ყიდდა 15 თეთრად, ვთხოვე სერტიფიკატი და როცა ვნახე, სერიტიფიკატი, ვუთხარი, რომ იყო შეცდომა და  მაშინვე რეკლამა ამოიღეს.

თქვენს ინტერესში შედის, რომ პირბადეები 50 თეთრი კი არ უნდა ღირდეს (უფასოდ უნდა დარიგდეს, მე თუ მკითხავთ).

იმედი მაქვს, რომ შეცდომას ჰქონდა ადგილი. პასუხს ველოდები ოფიციალურ „ორი ნაბიჯიდან“! – ასევე სხვა მაღაზიებიდან! მოძებნეთ გამოსავალი! თქვენს ინტერესშია, რომ მომხმარებელი იყოს დაცული, მომხმარებელი იყოს ჯანმრთელი! რაღა წამალში კი არ გადიახადოს ფული, თქვენი „კალბასი“ იყიდოს, – ნუთუ, ამას ვერ ხვდებით!

თურმე, ვამბობ ტყუილს, რას ვამბობ ტყუილს, დადეთ, კონკრეტულად!

გიორგი ფხაკაძე მსოფლიოს დონეზე აქვს რეპუტაცია, – გიორგი ფხაკაძე არ იტყუება! გიორგი ფხაკაძე არის დამოუკიდებელი! გიორგი ფხაკაძე არის ექსპერტი!

დაგუგლეთ, გიორგი ფხაკაძე და ამოგიგდებთ ყველაფერს!

რაც შეეხება კოვიდს, იანვრის თვეში ექსპერტთა ჯგუფში პირველად მოვიდა ინფორმაცია ონდოეთიდან, – ვერავინ ვერ გაიგო, რა მოხდა. სანამ დაიწყებოდა ინდოეთში ვაქცინაციის პროგრამა, ინფიცირებული იყო 100 ათასი ადამიანი დღეში და ერთ თვეში ჩამოვიდა 10 ათასამდე. ვაღიაროთ, რომ რეალურად (ეს არის ჩემი პოზიცია), დასკვნა არის, რომ ჩვენ არ ვიცით! ერთ-ერთი ფაქტორია, ალბათ, ის ღონისძიებები, რაც ტარდება მსოფლიოში და განსაკუთრებით ინდოეთში (პირბადეები, დისტანცია იქ შეუძლებელია), საუბარი იყო ასევე, რომ იმუნიტეტი არის გაძლიერებული (ბევრი დაავადება აქვთ გადატანილი), იქ არის ახალგაზრდა მოსახლეობა, 60 წელს გადაცილებული ძალიან ცოტაა – სხვადახვა მიზეზებია! ჩემი კომენტარი არის მარტივი, – ჩვენ არ ვიცით მიზეზი!

ჩვენ მართლა არ ვიცით, ინფიცირების მაჩვენებელი რატომ დავიდა ქვევით!

როცა იყო სარსი, მსოფლიოში ორ წელიწადში გაქრა, არც ვაქცინა იყო და არც წამალი! ერთ-ერთი შანსი არის, რომ ეს ვირუსიც ასე იქნება. ძალიან დიდი იმედი მაქვს ამისი!

მთავრობას შევთავაზე, „წითელი დერეფნების“ სისტემა. ახალი შტამი არ უნდა შემოვიდეს საქართველოში! ბრიტანული ვირუსი ვრცელდება ევროპაში. ჩვენ ვმოგზაურობთ ევროპაში. მე დავაყანებდი უმკაცრეს კარანატინს, ვინც შემოდის საზღვარგარეთიდან, 14 დღე ჩავკეტავდი!

ვაქცინაციის პროგრამა ჩავარდა ქვეყანაში! – გეგმა არ ასახავს საქართველოს რეალობას! ზოგ რაიონში  ყველაზე ახალგაზრდა ექთანი  არის 65 წლის! ელექტრონული მართვა საავადმყოფოებში არ არის ადეკვატურად დალაგებული და ა.შ.

ეს არის ძალიან კარგი გეგმა, დაწერილი ვაკეში თუ საბურთალოზე, კაბინეტებში, იმ ხალხის მიერ, რომლებსაც არ უნახავთ, რა ხდება საქართველოს საავადმყოფოებში, ან ნახეს ალბათ 30 წლის უკან. ვაკის,  საბურთალოს და დიღომის გარდა კიდევ არის სხვა საქართველო, რომელიც ასახავს სხვა რეალობას. როცა რაღაცის დაგეგმარებას აკეთებ და რაღაც გეგმას წერ, წადი და ნახე ხალხი როგორ არის…

ჩემი რჩევებია – პირველ რიგში, ორმეტრიანი ჩახუტება (თუ გადაწყვეტთ, ადამიანს ჩაეხუტოთ, მაშინ იმ ადამიანთან უნდა იცხოვროთ, ეს არის გამოსავალი, შეყვარებულებს გითხარით უკვე „ნამიოკი“), ორმეტრიანი დისტანცია, გავუფრთხილდეთ ჩვენს ბებიებს, ბაბუებს, საყვარელ უფროს თაობას, ისინი არიან ჩვენი ოქროები და ბრილიანტები! აუცილებელია სამედიცინო პირბადე! – ეს არის ერთადერთი საშუალება დედამიწაზე, სამწუხაროდ! რომელიც გვეხმარება, ეს ვირუსი შევაჩეროთ!

საფრანგეთში და ბევრ ქვეყანაში, აფთიაქებს წინ აქვთ კარვები, იქ არის ერთი ადამიანი, რომელიც აკეთენს ტესტებს, 15 წუთში! — უფასოდ! ამ თანხას ანაზღაურებს დაზღვევა!

მნიშვნელოვანია, ტესტირება არ უნდა გაჩერდეს! „კლასტერებს“ უკვე ვეღარ აკონტროლებენ!“- -აცხადებს  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივანი და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე.

ეპიდემია არ არის ერთუ ადამიანის პრობლემა, ეს არის მთელი საზოგადოების პრობლემა – ნახეთ ვიდეო

კომენტარები