„როცა პროცესი გაიყინა, ანუ ადამიანი აღარ ეძებს ღმერთთან ურთიერთობას, ე. ი. ეს რას ნიშნავს?“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე 

-„ქრისტე ღმერთია და იგი არის ჭეშმარიტება.
ღმერთი უსასრულო სიდიადეა და უსასრულო სიცოცხლე,
ამიტომ მის შემეცნებას მთელი ჩვენი რესურსი სჭირდება:
ინტელექტუალურიც, გონებრივიც, გულისმიერიც, ხორციც, მთელი ჩვენი არსებით უნდა ვიღვაწოთ ამისათვის, თავგანწირვით ბოლომდე,
მხოლოდ ამ შემთხვევაში ყალიბდება ადამიანი ქრისტეანად და იწყებს განვითარებას, რომელსაც დასასრული არა აქვს,
მხოლოდ ამ შემთხვევში ხდება ქრისტიანობა შემოქმედებითობა,
ლოცვა შემოქმედებითი აქტი ხდება,
ზიარება ხდება შემოქმედებითი აქტი,
ამ დროს იწყება ადამიანში სულის მდუღარება, რაც ნიშნავს პროცესს, რომელიც არასდროს არ არის გაყინული,
როგორც კი სულის მდუღარება აღარ არის, ე.ი. პროცესი გაიყინა,
როცა პროცესი გაიყინა, ანუ ადამიანი აღარ ეძებს ღმერთთან ურთიერთობას, ე. ი. ეს რას ნიშნავს?
– იპოვა?
– უფრო სწორად, მას არასოდეს დაუნახავს გულისმიერად ღმერთი.
შეუძლებელია ადამიანის გულს ღმერთი შეეხოს, ერთხელ მაინც და ის გაჩერდეს და გაიყინოს, ის მუდამ იქნება ღმერთის ძიებაში.
ასეთი ადამიანის რწმენა დაუმარცხებელია, რადგან იგი გრძნობს თავისუფლების გემოს,
ასეთი ადამიანი ამ სამყაროში ვეღარ ეტევა, არტახები ახრჩობს და გაგლეჯა სურს,
მას სიკვდილის აღარ ეშინია, იმიტომ რომ ის უბრალოდ აღარ არსებობს,
რჩება მხოლოდ გარდაცვალება სიკვდილიდან სიცოცხლეში, როგორც უფალი გვასწავლის“.
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
ამონარიდი ბრუკლინის ქართველ სამრევლოსთან შეხვედრიდან 20.01.2020
კომენტარები