„როცა სააკაშვილის მთავრობის ლობისტები ღიმილიანი საქართველოს იმიჯს ჰყიდნენ, ქვეყანა 1-ელ ადგილზე მოხვდა ევროპაში მოსახლეობასთან პატიმრების“ – გურამ ნიკოლაშვილი

-„როცა სააკაშვილის მთავრობის ლობისტები ღიმილიანი საქართველოს იმიჯს ჰყიდნენ, ქვეყანა 1-ელ ადგილზე მოხვდა ევროპაში მოსახლეობასთან პატიმრების რიცხვის თანაფარდობით, დატერორებული ბიზნესით, მოსმენებით და თვალთვალით

საერთაშორისო “გაპრავების” ინსტრუმენტად ლობისტების გამოყენების პრაქტიკა სწორედ სააკაშვილის ხელისუფლების დროს დამკვიდრდა და მათი დისკრედიტაციაც მაშინ მოხდა, ენდიაის კვლევებისა არ იყოს როდესაც სააკაშვილის მთავრობის ლობისტები ღიმილიანი საქართველოს იმიჯს ჰყიდნენ, ქვეყანა 1 ადგილზე მოხვდა ევროპის მასშტაბით, მოსახლეობის რაოდენობასთან პატიმრების რიცხვის თანაფარდობით, 99.99% -იანი გამამტყუნებელი განაჩენებით, ღამის ნოტარიუსების ნოუ-ჰაუთი და დატერორებული ბიზნესის მასშტაბით, მოსმენებით და თვალთვალით.

ცხრაწლიანი მმართველობისას არ ყოფილა ერთი დღეც, როდესაც სააკაშვილის მთავრობას არ ესარგებლოს ლობისტთა მომსახურებით, გაუმჭვირვალედ, ოპოზიციისგან საიდუმლო გრიფით დამალული კონტრაქტებით და მიტაცებული ტელეარხებით მოყოლილი ამბები დემოკრატიის შუქურაზე ინგლისურენოვანი სპიკერებით“, – წერს   საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი გურამ ნიკოლაშვილი სოციალურ ქსელში, ქართული ოპოზიციური მედიის შესახებ, –  ბრიტანული „ტელეგრაფის“ სტატია ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებაზე და რადიო თავისუფლების ჟურნალისტის, სოფიკო ვასაძის ,,კრიტიკულ“ წერილის შესახებ, რომელიც ვასაძემ ბრიტანულ გამოცემა ,,ტელეგრაფში“ ბიძინა ივანიშვილის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას „ყოფილი ქარხნის მუშა დღეს მსოფლიოში ყველაზე გულუხვი დონორია COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში“ მიუძღვნა.

კომენტარები