როცა ღმერთი ბრძანებს, ეშმაკიც კი ემორჩილება! – ვერონიკა დიაპშიპა:

„ქალი რომელსაც ძალიან უჭირდა და ხშირად შვილების გამოსაკვებად ფული არ ჰქონდა, რელიგიურ ოჯახში იზრდებოდა და თავადაც ძალიან მორწმუნე იყო.
ერთხელ როცა მისი ორი შვილი მშიერი იყო, მან არ იცოდა რა ექნა და რადიოს პირდაპირ ეთერში დარეკა და ღმერთს დახმარება სთხოვა.
რადიოს წამყვანმა ქალს უთანაგრძნო და უთხრა, რომ ღმერთი მას აუცილებლად დაეხმარეობოდა.
ერთ-ერთი მსმენელი მამაკაცი ამ დროს რადიოს უსმენდა და ქალის საუბარი მოისმინა, აღმოჩნდა რომ ეს კაცი ათეისტი იყო და გადაწყვიტა ქალისთვის დაეცინა.
მან მისი მისამართი გაიგო, თავის მდივანს დაავალა შეეძინა დიდი რაოდენობით საკვები, ყველაზე კარგი ხორცი, ყველი, პური და ტკბილეული, შემდეგ კი უთხრა, რომ იმ ქალის მისამართზე მიეტანა.
თან დაავალა, რომ როცა ქალი ჰკითხავდა, ვინ გაუგზავნა საკვები, მას ეპასუხა: “ეშმაკმა”.
როდესაც მდივანმა ქალს საკვები მიუტანა, ქალი ძალიან ბედნიერი იყო, მდივანს მადლობას უხდიდა გულისხმიერებისთვის, როცა მდივანმა ჰკითხა:” არ გაინტერესებთ, ვინ გამოგიგზავნათ ეს საკვები?”
ქალმა გამაოგნებელი პასუხი გასცა: “არა, ეგ არც კი მაწუხებს, რადგან როცა ღმერთი ბრძანებს, ეშმაკიც კი ემორჩილება.” -წერს ვერონიკა დიაპშიპა

კომენტარები