როცა ჩვენ მოგვდგებიან, აღმოვაჩენთ, რომ არავინ აღარაა ირგვლივ ხმისგამღები, რადგან ნიჰილიზმმა მოუღო ბოლო მსოფლიოს

თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი გულიკო ზუმბაძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:

როცა ბოროტება, ეს უსახური მონსტრი, რომელიც უვარგისი თესლის გაბნევის შედეგად შენს ნიადაგზე ამოიზარდა, არ შეებრძოლე, არც გიცდია მისი ამოძირკვა, ფესვები კი თანდათან გაიმყარა, გაიმრავლა და სუროსავით მოედო შენ გარშემო ყველაფერს. როცა ის სხვის სახლში ვარდებდა და ყველაფერს ანადგურებდა, ვერ ვამჩნევდით, ჩვენს ტყავს ვუფრთხილდებოდით. 
როცა ის სხვის შვილებს დევნიდა და აპატიმრებდა, ასახლებდა და ხვრეტდა, შენ შენს საწოლში თბილად გეძინა ან შიშისგან თრთოდი, ხმას ვერ იღებდი, რადგან გეგონა მონური სიჩუმით უსაფრთხოებას მოიპოვებდი, მაგრამ მაინც მოგდგა, თანაც მაშინ, როცა სულ არ ელოდი
როცა ეს ურჩხული მეზობელი ქეყნების ბაზრებზე გასაყიდად ერეკებოდა აბღავლებულ ბავშვებს და ქალებს, ხმას არ იღებდი, ხშირად არაფერს გრძნობდი და მხოლოდ მაშინ გეტკინა, როცა შენი შვილიც იმავე გზას გაუყენეს, მაგრამ არავინ იყო შენი დამცველი. შეუძლებელია ის მოიმკო, რაც არ დაგითესავს.
როცა ის ფერადკაიანებს მიდგა, ჯერ დაიმონა, მერე გაათავსუფლა, მერე “ აპართეიდისთანა“
ბოროტება მოიგონა, რაც მოგვიანებით სეგრეგაციით ჩაანაცვლა, შეიძლება არ მოგწონდა, მაგრამ ხმას შიშით და შენს უსაფრთხოებაზე გამალებული ზრუნვით ისევ დუმდი.
როცა ადამიანში განსხელებული მოსტრების ჯოგი მოსაკლავად მისდვედა ეთნიკურ და სექსუალურ უმცირესობებს, ისევ გულრილად ვუყურებდით, რადგან “იმნაირები“ არ ვიყავით. ერთადერთი, რასაც ვაკეთებდით, მათი განსჯა იყო, არ გვეგონა თუ ჩვენც გვიპოვიდნენ ზადს.
როცა კომუნისტები მოაზროვნე ადამიანებს მდგნენ, მივუშვით ნებაზე და დავანებეთ, გაენადგურებინათ ასობით ინტელექტუალი. ისევ ვერავინ გაბედა, წინააღმდეგობა გაეწია ცეხლისმფრქვეველი ურჩხულისთვის
როცა ფაშისტები ებრაელებს მიდგნენ, ისევ ყველა დუმდა, მთელი მსოფლიო. როცა ss-ის რობოტიზებული, გულამოცლილი ჯარისკაცები მაღალი სართულებიდან ისროდნენ ებრაელ ბავშვებს ან ჰოლოკოსტს უწყობდნენ, ისევე საღათას ძილით ეძინა მსოფლიოს და არაფერი აღვიძებდა, სწორედ ისე, როგორც დღეს არ აკრობს მის უდრტვინველ ძილს სირიელი ცოცხლადდამარხული ბავშვებისა და მგლვიარე დედების მოთქმა
როცა ტერორისტები საფრანგეთს, თურქეთს, კოტ დ’ივუარს და სხვა ქვეყნებს მიდგნენ, მთელმა მსოფლიომ სოლიდარობა საკუთარი ქვეყნის სიმბოლოების მსხვერპლი ქვეყნის დროშის ფერებში გადაღებვით გამოხატა, “ მიზეზები დიდად ისევ არავვის უკვლევია და არც “ მიცვალებულზე გვირგვინად“ ქცეული საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის მოუკითხავს რამე. მათ ერთადერთ ფუნქციად არაფრისმთქმელი გამოსვლები და ტერორისტების გმობა იქცა, მაშინ, როცა რადიკალები ელვისებურად მრავლდებიან
როცა ყველას უფლებებისთვის მებრძლ ლიდერებს აპატიმრებდნენ და აწამებდნენ, ისევ მონური დუმილით ვდუმდით და გვავიწყდებოდა რომ “ ხალხი, რმელიც თავისუფლებას წირავს უსაფრხოებას, არც ერთს იმსახურებს და არც მეორეს “ (ჰაიეკი)
ვდუმვართ, ვთრთით და არ გვახსენდება ღირსი მამა ნეიმიულერი, ისევე როგორც მას არ ახსოვდა ზემოხსენებულნი
ასეა, როცა ჩვენ მოგვდგებიან, აღმოვაჩენთ, რომ არავინ აღარაა ირგვლივ ხმისგამღები, რადგან ნიჰილიზმმა მოუღო ბოლო მსოფლიოს”

კომენტარები