რუმინეთში მოსახლეობამ მერად გარდაცვლილი მოქმედი მერი აირჩიეს

რუმინეთში კომუნა დევესელუს მოსახლეობამ მერად  გარდაცვლილი მოქმედი მერი აირჩიეს.

იონ ალიმანი  ხმის მიცემამდე 10 დღით ადრე გარდაიცვალა, 17 სექტემბერს COVID-19-ით გამოწვეული გართულებების გამო დაიღუპა. ამის შესახებ Associated Press-ი წერს.

საარჩევნო ბიულეტენებს ხმის მიცემამდე 2 კვირით ადრე ბეჭდავენ, ამის გამო მისი სახელის წაშლა ვერ მოასწრეს, თუმცა პოლიტიკოსის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სწრაფად გავრცელდა.

ალიმანს ხმა 1600 ამომრჩევლიდან 1020-მა მისცა. ხმის მიცემის შემდეგ ადგილობრივები მის საფლავზე მივიდნენ, მის ხსოვნას პატივი მიაგეს. მოსახლეობამ განაცხადა, რომ ასე მერისადმი პატივისცემის გამოხატვა უნდოდათ, მისი საქმიანობით ყოველთვის კმაყოფილები იყვნენ.

დევესელუში განმეორებითი არჩევნები ჩატარდება. ხმის მიცემამდე  ალიმანის მოვალეობებს მისი მოადგილე შეასრულებს.

კომენტარები