„რუსეთზე დაკისრებული 10 მილიონი ევროს გადახდის პროცესი აღსრულების პროცესშია“ – იუსტიციის მინისტრი

-„რუსეთის ფედერაციას ამ საკითხზე ჩამოყალიბებისთვის ვადა 10 თებერვლამდე მიეცა, წინააღმდეგ შემთხვევაში,  ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი კონკრეტულ მკაცრ ღონისძიებებს განიხილავს.

ჯერჯერობით, ეს საქმე არის აღსრულების ეტაპზე, რაც ნიშნავს იმას, რომ მთელი ძალისხმევა მიმართულია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილებების აღსრულებას, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ თქვენ მიაქცევდით ყურადღებას, ჩვენ გვქონდა ამის თაობაზე პრესრელიზიც, სადაც ვთქვით, რომ გამოჩნდა ფრთხილი ნიშნები.

მანამდე, როდესაც რუსეთის ფედერაცია უარს აცხადებდა საერთოდ ამ თემის განხილვაზე, გადახდის, ახლა რაღაც ფრთხილი ნიშნები შეინიშნება, როდესაც მან დაიწყო განხილვა შესაძლებლობის, ევროპის საბჭოს მეშვეობით, ამ თანხის გადმორიცხვის.

ახლა წინ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, ყველაფერი  მაინც განგრძობადი ძალისხმევის საგანია, მაგრამ რუსეთის ფედერაციას ასევე, 10 თებერვლამდე მიეცა ვადა, -ჩამოყალიბდეს ამ საკითხზე, თუ არა და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი განიხილავს უკვე კონკრეტულ ღონისძიებებს. ეს არის სხვადასხვა სახის ღონისძიებები, თუმცა ყოველ შემთხვევაში, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, ეს იქნება ნებისმიერ შემთხვევაში მკაცრი ღონისძიებები.

სასამართლოს მიერ რუსეთზე დაკისრებული 10 მილიონი ევროს გადახდის პროცესი ჯერ კიდევ აღსრულებაშია“, – განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, გოჩა ლორთქიფანიძემ “ღამის კურიერის” ეთერში.

საუბარია რუსეთიდან ეთნიკური ქართველების გამოძევების სასამართლო პროცესზე, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს სასარგებლოდ დააკმაყოფილა და რუსეთს 10 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა.

 

კომენტარები