„რუსეთისა და უკრაინის დაპირისპირება გლობალური კატასტროფა…“- ანტონიო გუტერეში

რუსეთისა და უკრაინის დაპირისპირება გლობალური კატასტროფა იქნება. ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშიმ ნიუ იორკში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

-„ვფიქრობ, დაძაბულობის ესკალაციის გამო ყველა შეშფოთებულია. უკიდურესად მნიშვნელოვანია, დიალოგი გაგრძელდეს, სიტუაციის განმუხტვისთვის უნდა მოინახოს გზა. თავიდან უნდა იყოს აცილებული ნებისმიერი კონფრონტაცია, რაც კატასტროფა იქნება ევროპისთვის და მსოფლიოსთვის. აუცილებელია დიალოგი გაგრძელდეს, რათა ევროპამ და მთელმა მსოფლიომ კატასტროფა აიცილოს თავიდან“, – აღნიშნა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.

კომენტარები