რუსეთის არმია სირიის ქალაქ მანბიჯში შევიდა

რუსეთის არმია სირიის ქალაქ მანბიჯში შევიდა. იქ ამერიკული ბაზა იყო დისლოცირებული.

ამ ინფორმაციას Deutsche Welle  ავრცელებს.

რუსეთის თავდაცვის უწყების განმარტებით, სამხედროები სირიელ და თურქ ჯარისკაცებს შორის არსებულ „გამყოფ ხაზთან“ პატრულირებენ. სირიაში რუსეთის სპეციალური დესპანი კი აცხადებს, რომ რუსეთი თურქეთისა და სირიის სამხედრო ძალებს შორის შეტაკებას არ დაუშვებს.

თურქეთმა სირიის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაცია 9 ოქტომბერს დაიწყო.

კომენტარები