„რუსეთის არმიის ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილება სხვა ქვეყნების შეშფოთებას არ უნდა იწვევდეს“-დიმიტრი პესკოვი

რუსეთის არმიის ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილება სხვა ქვეყნების შეშფოთებას არ უნდა იწვევდეს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

-„რუსეთის არმია რუსეთის ტერიტორიაზე იმ მიმართულებებით გადაადგილდება, რომელსაც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების საიმედო უზრუნველყოფისთვის მიიჩნევს საჭიროდ. რუსეთი საფრთხეს არც ერთი სახელმწიფოსთვის არ წარმოადგენს, მათ შორის არც უკრაინისთვის. რუსეთი საკუთარ უსაფრთხოებას ყოველთვის ყურადღებით ეპყრობა“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

1-ელ აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთი უკრაინასთან საზღვარზე კუნთებით თამაშში დაადანაშაულა.

30 მარტს უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალმა, რუსლან ხომჩაკმა განაცხადა, -რუსეთი სამხედრო სწავლებების საბაბით უკრაინის საზღვართან შეიარაღებულ ძალებს კრებს.

კომენტარები