რუსეთის დუმა გიორგი გაბუნიას რუსეთში ექსტრადირებას ითხოვს

რუსეთის დუმის სპიკერის ვიაჩესლავ ვოლოდინის განცხადებით, რუსი დეპუტატები ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წამყვანის გიორგი გაბუნიას რუსეთში ექსტრადირებას და რუსული სასამართლოსთვის გადაცემას ითხოვენ.

რუსეთის დუმის საბჭოს სხდომაზე გამოითქვა მოსაზრება და მას ყველამ დაუჭირა მხარი, რომ ქართველი ჟურნალისტი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში უნდა მიეცეს. ის რუსეთს უნდა გადმოსცენ, რათა ჩვენმა სასამართლომ კანონმდებლობის შესაბამისად მას სასჯელი გამოუტანოს. ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება იმაზე მსჯელობა, სად მოიხდის ის სასჯელს – რუსეთში თუ საქართველოში“, – განაცხადა ვოლოდინმა.

კომენტარები