რუსეთის პატრიარქი კირილი კარანტინში გადავიდა – კოვიდინფიცირებულთან კონტაქტი

რუსეთის პატრიარქი კირილი კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ კარანტინში იმყოფება.  პატრიარქის ერთ-ერთი ეპისკოპოსისადმი გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ კირილი თავს კარგად გრძნობს, მუშაობას დისტანციურ რეჟიმში აგრძელებს.

წერილი მოსკოვის საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 11,493 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 191 პაციენტი გარდაიცვალა.  დღემდე რუსეთში კორონავირუსის 1,260,112 შემთხვევა დადასტურდა, 22,056 ადამიანი გარდაიცვალა. 1,002,329-მა პაციენტმა ვირუსის დამარცხება შეძლო.

კომენტარები