რუსეთის პრეზიდენტმა, ქვეყნის უმთავრესი პრობლემები დაასახელა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, ყოველწლიური ტელეხიდის გახსნისას, აღნიშნა, რომ რუსეთის მოსახლეობას მთავარი პრობლემა შემოსავლების რაოდენობა და ჯანდაცვის საკითხები აღელვებთ.

ქვეყნის პრეზიდენტს ჰკითხეს, რომელი შეკითხვები გამოჰყო ტელეხიდის სამზადისის პერიოდში და მოსახლეობის მიერ დასმული შეკითხვებიდან, რომელი იყო მათგან ყველაზე მწვავე.

„როდესაც პირდაპირი ეთერისთვის მზადება მიმდინარეობს, მაშინ, რა თქმა უნდა, უფრო თვალსაჩინო ხდება, რა არის ადამიანებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და მწვავე მოცემულ მომენტში. არავისთვის იქნება საიდუმლო თუ ვიტყვი, რომ უპირველესად, ეს არის ცხოვრების დონე, შემოსავლების დონე, ჯანდაცვა…“ — განაცხადა პუტინმა.

 

კომენტარები