რუ­სე­თის რე­გი­ო­ნებ­ში  ქარ­თუ­ლი ღვი­ნის გე­მოს ჩა­ნაც­ვლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია

„მზად ვართ, მომ­ხმა­რე­ბელს შევ­თა­ვა­ზოთ, რო­გორც სას­მე­ლის კლა­სი­კუ­რი ვა­რი­ან­ტე­ბი, ასე­ვე ღვი­ნო­ე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი თვი­სე­ბე­ბით და პრე­მი­უმ სეგ­მენ­ტის, – ასე­თი აზრი გა­მოთ­ქვეს „ტასს“-თან სა­უ­ბარ­ში რუ­სუ­ლი ღვი­ნის კომ­პა­ნი­ე­ბი­სა და პრო­ფი­ლუ­რი ასო­ცი­ა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა.

„ად­ვი­ლად მო­ვახ­დენთ ქარ­თუ­ლი ღვი­ნის და­ნა­კარ­გის კომ­პენ­სა­ცი­ას. ჩვენ მშვე­ნი­ერ პრო­დუქტს ვქმნით. სხვა საქ­მეა, რომ არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც უყ­ვართ სწო­რედ ქარ­თუ­ლი ღვი­ნო. მათ­თვის პრობ­ლე­მა იქ­ნე­ბა“, – გა­ნა­ცხა­და რუ­სე­თის მე­ვე­ნა­ხე­თა და მეღ­ვი­ნე­თა კავ­ში­რის პრე­ზი­დენ­ტმა ლე­ო­ნიდ პო­პო­ვიჩ­მა.

მეღ­ვი­ნე­ებ­მაც, სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მაც, ასეც აღ­ნიშ­ნეს, რომ „რუ­სე­თის რე­გი­ო­ნებ­ში, მათ შო­რის ყი­რიმ­ში“ ქარ­თუ­ლი ყუ­რძნის მსგავ­სი ჯი­შე­ბის­გან აწარ­მო­ე­ბენ ღვი­ნოს, მაგ­რამ ქარ­თუ­ლი ღვი­ნის გე­მოს გა­მე­ო­რე­ბა და ჩა­ნაც­ვლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

 

 

 

კომენტარები