რუსეთის რეესტრის სამსახური, უკრაინის დედაქალაქის სახელწოდების რუსეთის რუკაზე შეცვლის მიზეზებს ვერ ხედავს
რუსეთის სამოქალაქო რეგისტრაციის ფედერალური სამსახური, რუსეთის რუკაზე კიევის სახელწოდების შეცვლის მიზეზს ვერ ხედავს. ამის შეახებ რუსეთის რეესტრის სამსახურის მიერ, აშშ-ის ამ თემასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების თაობაზე გაკეთებულ კომენტარშია ნათქვამი.
ამერიკის შეერთებული შტატების გეოგრაფიული დასახელებების საბჭომ გადაწყვიტა საკუთარ საერთაშორისო ბაზაში, Kiev-ის სახელწოდება – Kyiv-ით შეცვალოს.