რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა არ გამორიცხა რუსული ჯარების განლაგება კუბასა და ვენესუელაში

 

შეერთებული შტატები “მტკიცედ” უპასუხებს, თუ რუსეთი გადაწყვეტს ჯარების განთავსებას ლათინურ ამერიკაში, განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა თეთრ სახლში ბრიფინგზე.

„თუ რუსეთი ამ მიმართულებით წავა, ჩვენ ამას გადამწყვეტად გავუმკლავდებით“, – განაცხადა სალივანმა.

ერთი დღით ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა არ გამორიცხა რუსული ჯარების განლაგება კუბასა და ვენესუელაში.

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები