რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრებთან „ევროპაში უსაფრთხოების მდგომარეობა“ განიხილა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას  ავრცელებს:

-„რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრებთან „ევროპაში უსაფრთხოების მდგომარეობა“ განიხილა. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დღეს ორმხრივი და სამმხრივი შეხვედრა გამართა სოჭში ჩასულ დმიტრი მედოევთან და ინალ არძინბასთან.

განიხილეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მიმდინარეობა. ასევე, განხილული იყო ამიერკავკასიაში სიტუაციის სხვა აქტუალური ასპექტები. ლავროვმა კოლეგებს მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის ძალისხმევის შესახებ, რომელიც რეგიონში ვითარების გაჯანსაღებას ემსახურება, მათ შორის რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების მიერ 2020 წლის 9 ნოემბერს, 2021 წლის 11 იანვარს და 26 ნოემბერს გაფორმებული შეთანხმებების რეალიზაციის საკითხისა და საკონსულტაციო რეგიონული ფორმატის „3+3“-ის ამოქმედების შესახებ. მხარეებმა ასევე განიხილეს ამიერკავკასიაში არსებული ვითარების სხვა აქტუალური ასპექტები. სერგეი ლავროვმა თავის კოლეგებს გააცნო რუსეთის ძალისხმევა რეგიონში სიტუაციის გასაუმჯობესებლად, მათ შორის რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების 2020 წლის 9 ნოემბრის, 11 იანვარსა და 26 ნოემბრის შეთანხმებების შესრულებაზე. საუბარი შეეხო სხვა საერთაშორისო საკითხებს, მათ შორის ევროპაში უსაფრთხოების მდგომარეობას“.

კომენტარები