რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოში საბჭოთა კავშირს უწოდეს „უკანონოდ შექმნილი სახელმწიფო“

რუსეთის საკონსტიტუციო  სასამართლოს მოსამართლემ კონსტანტინ არანოვსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია არ წარმოადგენს საბჭოთა ხელისუფლების მიერ ჩადენილი რეპრესიულ-ტერორისტული ქმედებების სამართალმემკვიდრეს, იუწყება kommersant.ru

მოსამართლემ ასეთი კომენტარი გააკეთა საკოსტიტუციო სასამართლოს დადგინელებაზე საბჭოთა რეპრესიების ჟამს ჩამორთმეული საცხოვრებლის ანაზღაურებაზე,  წერს mk.ru

რუსეთის, როგორც სახელმწიფოს, სტატუსი არ უკავშირდება ტოტალიტარიზმის ეპოქის დანაშაულებს, ეს უნდა ჩაიწეროს კონსტიტუციაში, დარწმუნებულია არანოვსკი. 

„არ არის აუცილებელი რუსეთის სახელმწიფოს იდეალიზება, მაგრამ არც ტოტალიტარული რეჟიმის სამართალმემკვიდრედ მისი გამოცხადებისთვის არსებობს საფუძველი“, – აღნიშნა მან, – „რუსეთი არ არის სსრ კავშირის ეპოქის კომუნისტური ხელისუფლების გაგრძელება, მან ახლიდან, კონსტიტუციურ საწყისებზე შექმნა თავისი სუვერენიტეტი. ის შექმნილია ტოტალიტარული რეჟიმის საწინააღმდეგოდ და მის სანაცვლოდ“, – დარწმუნებულია მოსამართლე.  

სსრ კავშირი უკანონოდ იყო შექმნილი, რუსეთმა შეცვალა იგი, მიაჩნია არანოვსკის. რეპრესიების მსხვერპლთა რეაბილიტაცია ხდება სამართლიანობის აღსადგენად და მოწყალების გაღების მიზნით. ეს არ შეიძლება გახილულ იქნას, როგორც დამნაშავის მიერ ზიანის ანაზღაურება, რადგანაც არ არსებობს კავშირი რუსეთსა და სსრ კავშირს შორის. ერთი სუბიექტის დანაშაული არ შეიძლება მიაწერო მეორეს. სსრ კავშირის არსებობა შეურაცხყოფდა სამართლიანობას და სამართლის ზეიმს. 

წყარო: mk.ru

კომენტარები