რუსეთის სამომხმარებელო ზედამხედველობის სამსახურმა, სახიფათო ინტერნეტ-მაღაზიათა რამდენიმე მიმანიშნებელი მიზეზი დაასახელა
პოტენციურად სახიფათო ინტერნეტ-მაღაზიის ერთ-ერთი თვალსაჩინო მანიშნებელი, გასაყიდი საქონლის დაბალი ფასია, – აცხადებენ „როსპოტრეპნადზორის“ წარმომადგენლები.
სამსახურის თანამშრომლების თქმით, ხშირად თაღლითები ამ ხრიკს, თავიანთი მომავალი მსხვერპლის მოსაზიდად იყენებენ.
ამასთან, სპეციალისტების რეკომენდაციით, ყურადღება გამყიდველის ვინაობის ვრცელი ინფორმაციის და საკურიერო მომსახურების არარსებობასაც უნდა მიექცეს.